ასპირინი – ეს არის წამალი, რომელიც ყველა ოჯახის აფთიაქში მოიძებნება. ადამიანთა უმეტესობას ის მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა სიცხე აქვს ან თავი სტკივა.
მაგრამ ის არა მხოლოდ ეფექტური ტკივილგამაყუჩებელია, არამედ იაფი და უსაფრთხო საშუალება თავის მოვლისთვის და ყოველდღიურობაში სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად.
ამ პრეპარატის ძირითადი ინგრედიენტი – სალიცილის მჟავაა. სწორედ ეს ნივთიერება ხდის ასპირინს ძალიან ეფექტურს.
1. აღადგენს და ასუფთავებს კანის უჯრედებს
სალიცილის მჟავა, რომელსაც ასპირინი შეიცავს, ხსნის შეშუპებას, სიწითლეს და ასუფთავებს კანს გამონაყარისგან. ლაქები და ცხიმგროვები, ასევე, მკვდარი უჯრედები კანიდან – ყველაფერი ეს მარტივად შორდება კანს ასპირინის მეშვეობით!
უბრალოდ, დაფხვენით 5 აბი ასპირინი, გახსენით 1/4 წყალში, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, გააჩერეთ მიღებული პასტა 10 წუთი, რომ ყველაფერი ერთმანეთს კარგად გაუჯდეს. შემდეგ გაისუფთავეთ კანი, შეისხით თბილი წყალი და წაისვით ნიღაბი კანის პრობლემურ ადგილებში.
ამ პროცედურის გამეორება ყოველდღიურადაც შეგიძლიათ ან კვირაში ერთხელ მაინც – იქამდე, სანამ იდეალურად სუფთა კანი არ გექნება.
2. ქერტლისგან გათავისუფლება
თუკი ქერტლი და თავის კანის სიმშრალე ვერაფრით მოიშორეთ, სცადეთ ასპირინის ფხვნილით თავის დაბანა. ამისათვის დაფხვენით 2-3 ასპირინი და გააზავეთ თქვენს შამპუნში (იმ რაოდენობაში, რამდენიც თავის ერთ დაბანაზე გეყოფათ).
გაიჩერეთ თავზე ასპირინიანი შამპუნი რამდენიმე წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
სალიცილის მჟავა – ძლიერი და ეფექტური დამატენიანებელი საშუალებაა.
3. იმისათვის, რომ ყვავილებმა ვაზაში დიდხანს იცოცხლონ
ვაზაში ყვავილი დიდხანს ვერ ძლებს, ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ თუკი წყალში გახსნით რამდენიმე ტაბლეტ დაფხვნილ ასპირინს, ყვავილები ბევრად დიდხანს იცოცხლებენ.
4. ღრმად ჩამჯდარი ლაქების ამომყვანი
ზოგიერთი ლაქა, განსაკუთრებით, ტანსაცმელზე, იღლიასთან გაჩენილი ყვითელი წრეები, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამოიყვანოთ ტრადიციული მეთოდით.
მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ასპირინი იდეალურია სწორედ ასეთი ლაქების ამოსაყვანად. აიღეთ 5 აბი ასპირინი, დაფხვენით და დაასხით 1/4 წყალი. მიღებული პასტა წაუსვით ლაქიან ადგილზე, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი ჩვეულებისამებრ გარეცხეთ ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში.
5. აცოცხლებს მანქანის დამჯდარ აკუმულატორს
ეს ხრიკი მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში გამოგადგებათ: მაგალითად, თუკი შუა ქუჩაში, მინდორში ან სადღაც ტყეში გაგიჩერდათ, ვეღარ დაქოქეთ მანქანა.
აიღეთ 2 აბი ასპირინი და ჩადეთ ისინი ბატარეაში. სალიცილის მჟავა რეაქციაში შევა აკუმულატორის მჟავასთან და ეს საკმარისი იქნება, რომ იმ მომენტში დაქოქოთ მანქანა.
თუმცა, დაიცავით უსაფრთხოების ზომები: რეაქცია მართლაც ძალიან ძლიერია და პროცესის დროს გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები.