1. ფენი ფეხსაცმლის გაწელვაში დაგეხმარებათ
სასურველია, ფეხსაცმელი მოსახერხებელი იყოს. თუ ცდილობთ, ახალი ფეხსაცმელი მოირგოთ, ფენი გამოიყენეთ. ჩაიცვით თბილი, სასურველია, შალის წინდა და "ცხელი ქარით" დაამუშავეთ.
2. ახალი ფეხსაცმელი საყინულეში
გენიალური იდეაა, რომელიც დაგეხმარებათ, მოარჯულოთ ფეხსაცმელი, რომელიც ფეხებს გამტვრევთ. ჰერმეტულშესაკრავიანი პოლიეთილენის პაკეტები წყლით აავსეთ, მოათავსეთ ფეხსაცმელში და მთელი ღამე საყინულეში შეინახეთ. პაკეტში არსებული წყალი ყინულად გადაიქცევა. გაყინვის პროცესის პარალელურად, ფეხსაცმელი ნელ-ნელა გაიწელება. დილით ფეხსაცმელი გამოიღეთ საყინულედან, 20 წუთი გააჩერეთ, ყინული ამოიღეთ და ჩაიცვით.
3. ზუმფარის ქაღალდი ფეხსაცმლის ძირების დასამუშავებლად
ძველად ფეხსაცმლის ძირს ზუმფარის ქაღალდით ამუშავებდნენ, რომ სწორზედაპირიან იატაკზე არ გაცურებულიყო. თუ თქვენი ფეხსაცმელიც ხტის, ასე მოიქეცით.
4. გელ-დეზოდორანტი ბებერასგან დაგიცავთ
ახალმა ფეხსაცმელმა ბებერა რომ არ გაგიჩინოთ, შიგნითა მხრიდან გელ-დეზოდორანტით დაამუშავეთ.
5. გადაიხვიეთ თითები, რათა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით შეძლოთ სიარული
ფეხებზე თუ ლეიკოპლასტირს შემოიხვევთ, შეამცირებთ ზეწოლას იმ ნერვზე, რომელიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების დროს ზიანდება და ფეხების დაღლილობას იწვევს. გადაიხვიეთ მეორე-მესამე (ან მესამე-მეოთხე) თითები და ფეხებზე დატვირთვას შეამცირებთ.
6. ცვილი ფეხსაცმელს ნესტისგან დაიცავს
დაამუშავეთ ფეხსაცმელი თაფლის ცვილით, რათა წვიმიან და თოვლიან ამინდში არ დაგისველდეთ. ფეხსაცმლის მთელი ზედაპირი ჯერ ცვილით დაამუშავეთ, ზემოდან კი ფენი გადაატარეთ.
7. ჩაის აბაზანები ბებერების გაჩენისგან დაგიცავთ
უამრავი საშუალება არსებობს, თუ როგორ აიცილოთ ფეხების ტკივილი, მაგრამ თუ ბებერები უკვე გაგიჩნდათ, მტკივან ადილზე ალოე ვერას გელი გადაისვით, ფეხებისთვის ძმრიანი აბაზანა გაიკეთეთ. კიდევ ერთი კარგი საშუალებაა შავი ან მწვანე ჩაის აბაზანა. მას დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისება გააჩნია.