ყველა თავმოყვარე დიასახლისი ზრუნავს სააბაზანოს სისუფთავეზე. ნიჟარის, უნიტაზისა და ფილების გაწმენდა და დეზინფიცირება - ეს ყველაფერი სახლის რეგულარულ დალაგებაში შედის, მაგრამ ბევრს ავიწყდება სააბაზანოს ფარდა...
სწორედ სააბაზანოს ფარდა ხდება სოკოს გავრცელების ბუდე, თუ მას კარგად არ გავწმენდთ და დავამუშავებთ.
სააბაზანოს გასაწმენდი საშუალება
ჯაგრისითა და სოდით წინასწარ დაამუშავეთ ფარდა.
ჩაასხით თასში 5 ლიტრი წყალი, დაამატეთ 100 მლ სუფრის ძმარი და 1 ს.კ. სარეცხი ფხვნილი. ჩაალბეთ ფარდა 1,5-2 საათით, შემდეგ კი კარგად გაავლეთ ფარდა გამდინარე წყალში. გააშრეთ.