ხშირად ჩვენ დიდი ოდენობის ხილისა და ბოსტნეულის გადაყრა გვიწევს, მანამ, სანამ წესიერად მოვასწრებთ მათ დაგემოვნებას.
დღევანდელ სტატიაში ჩვენმა რედაქციამ მოამზადა რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ საყვარელი პროდუქტების დიდხანს შენარჩუნებაში.
როგორ შევინახოთ პროდუქტები
ბანანს სიქორფე რომ შეუნარჩუნოთ, მისი ყუნწები შეფუთეთ პოლიეთილენის ცელოფნით. ამგვარად ბანანი 7 დღით მეტს გაძლებს.
ვაშლი დანარჩენი პროდუქტისგან ცალკე უნდა შეინახოთ. ისინი განსაკუთრებულ გაზს, ეთილენს გამოჰყოფს, რომელიც აჩქარებს ხილისა და ბოსტნეულის დამწიფებას.
აი, ასე უნდა გაყინოთ ხორცის ფარში. მოათავსეთ ხორცი პარკში და გააბრტყელეთ. შემდეგ ხის ჯოხით მონიშნეთ ადგილები, სადაც ფარშს დაანაწილებთ მოსაჭრელად. ამის შემდეგ ხორცის მთლიანი ნაწილის გალღობა არ მოგიწევთ.
გაჭრილი ტორტი რომ არ გახმეს, მიამაგრეთ გაჭრილ ადგილებზე პურის ნაჭრები.
მოათავსეთ ხახვი კაპრონის "კოლჰოტებში", რათა 8 თვის განმავლობაში შეუნარჩუნოთ სიქორფე.
შეინახეთ თაფლი მინის ქილაში მჭიდრო თავსახურით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი შენახვა რკინის ან ემალირებულ ჭურჭელში. ამისგან თაფლი მჟავდება.
სტაფილოს შესანახად მოათავსეთ იგი ყუთში, სადაც დანამული ქვიშა ყრია, ისე, რომ ნაყოფი ერთმანეთს არ ეხებოდეს.
ოთახის ტემპერატურის პირობებში პომიდორი მეტხანს ძლებს.
სანამ ბოსტნეულს გაყინავთ, მოახდინეთ მათი ბლანშირება წყლით ან ორთქლით.
მწვანე ხახვის სიქორფის შესანარჩუნებლად, მისი ძირები წყალში მოათავსეთ.