ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვეულებრივი ასპირინის აბი შესაძლოა, შესანიშნავი მათეთრებელი გახდეს და ლაქების ამომყვან საშუალებას ეფექტურობაში შეეჯიბროს...
როგორ გავრეცხოთ თეთრი ტანსაცმელი
გქონდეთ ქათქათა ტანსაცმელი და თეთრეული - ეს რთული არ არის! 325-მილიგრამიანი ასპირინის 5 აბი გახსენით 8 კ თბილ წყალში. ჩაალბეთ ამ ხსნარში ტანსაცმელი (თეთრეული) 8 საათით.
მეტი ეფექტისთვის, უმჯობესია, აბები დაფხვნათ, ასე უფრო სწრაფად გაიხსნება და აქტიურად იმოქმედებს.
დაამატეთ ასპირინის რამდენიმე აბი პირდაპირ სარეცხის მანქანაში. ასე ნებისმიერ თეთრ ტანისამოსს უწინდებურ სიქათქათეს დაუბრუნებთ. თუ რეცხვის წინ, ცოტა ხნით ტანსაცმელს ასპირინის ხსნარში ჩაალბობთ, ეფექტი გაორმაგდება.