თვალისმომჭრელად ქათქათა პირსახოცები და თეთრეული მუდამ დაამშვენებს თქვენს სახლს! ეს გენიალური ხერხი უამრავ წელს ითვლის. შემთხვევით ბებიაჩემისგან შევიტყვე და კარგად დამამახსოვრდა.
ამ რეცეპტის წყალობით, პირსახოცების გამოხარშვა და სარეცხ მანქანაში გარეცხვა საჭირო არ არის. არ ვიცი, რა საოცრება ზემოქმედებს ასე, მაგრამ ყველაზე რთულად ამოსაყვანი ლაქებიც კი მომენტალურად ქრება!
როგორ გავათეთროთ პირსახოცები
საჭირო მასალა
• 1 სათლი წყალი
• 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
• 2 ს.კ. მშრალი მათეთრებელი
• 0,5 ჭიქა ნებისმიერი სარეცხის ფხვნილი
გამოყენების წესი
აადუღეთ წყალი. დაამატეთ ადუღებულ წყალში მზესუმზირის ზეთი და მშრალი მათეთრებელი, ასევე, სარეცხის ფხვნილი.
კარგად მოურიეთ და მოათავსეთ ხსნარში პირსახოცები. როდესაც წყალი გაცივდება, შეგიძლიათ პირსახოცები ამოიღოთ ხსნარიდან, კარგად გაავლოთ და გაფინოთ. ლაქის ოდნავი კვალიც კი გაქრება!