ღია ფერის ფეხსაცმელი ეფექტურად გამოიყურება და განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში, მაგრამ მას ერთი დიდი ნაკლი აქვს: სწრაფად ჭუჭყიანდება.
საბედნიეროდ, არსებობს პატარა საიდუმლო, რომლის გამოყენებითაც თეთრ ფეხსაცმელს უცებ დაუბრუნებთ პირვანდელ იერს. გთავაზობთ ამ მარტივი და ეფექტური საშუალების რეცეპტს.
როგორ გავასუფთავოთ თეთრი ფეხსაცმელი
საჭირო მასალა
• 0,5 ჭიქა ძმარი
• 0,5 ჭიქა სოდა
გამოყენების წესი
ჩაყარეთ სოდა მოსახერხებელ პლასტმასის თასში, დაასხით ძმარი და კარგად მოურიეთ.
ძველი კბილის ჯაგრისის გამოყენებით კარგად დაამუშავეთ მიღებული პასტით ფეხსაცმლის მთლიანი ზედაპირი და გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლით.
ნაჭრის ფეხსაცმელი, მაგალითად, კედები ან სხვა სპორტული მოდელი, ამ პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში. ამისათვის გამოიყენეთ სპეციალური შალითა.