მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გაზიანი სასმელი Coca-Cola მჟავის მაღალი შემცველობის გამო გამწმენდად გვევლინება, რაც კბილის ემალის დაზიანებას იწვევს.
ამ სასმლის დალევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის, მაგრამ მისი საწმენდ საშუალებად გამოყენება არის შესაძლებელი. გთავაზობთ მისი გამოყენების რამდენიმე ხერხს:
მას შეუძლია ტანსაცმლიდან სისხლის კვალისა და ცხიმის გაქრობა.
ჩაალბეთ მონეტები "კოკა-კოლაში" მათ გასაპრიალებლად.
ასევე, გამოიყენეთ ჩაიდნიდან ნადების მოსაცილებლად.
"კოკა-კოლით" შეგიძლიათ უნიტაზის გაწმენდა. ჩაასხით უნიტაზში, გააჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ ჩარეცხეთ წყლით.
"კოკა-კოლა" მოაცილებს ჟანგს სააბაზანოს. ჩაასხით 2 ლიტრი სასმელი, გააჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ გაავლეთ წყლით.
თუ თმაზე საღეჭი რეზინი მიგეწებათ, ჩაალბეთ თმა "კოკა-კოლაში" 2 წუთით, შემდეგ დაიბანეთ.
ასევე, შეგიძლიათ გაწმინდოთ ძრავა.
სამზარეულოს იატაკის ძნელად მისაღწევი ადგილების გასაწმენდად, დაასხით იატაკზე "კოკა-კოლა", დატოვეთ ცოტა ხნით და შემდეგ მოწმინდეთ.
დაგეხმარებათ თმის საღებავის ჩამორეცხვაში.
ხალიჩაზე ლაქების მოსაშორებლად, დაასხით "კოკა-კოლა" და გაწმინდეთ ჯაგრისით. შემდეგ გარეცხეთ საპნიანი წყლით.
თუკი მას პირში გამოივლებთ, კბილის ემალს ჩამჯდარ ნადებს მოაშორებს.
ტაფისა და ქვაბის გასაწმენდად, ჩაასხით "კოკა-კოლა", დატოვეთ ცოტა ხნით, შემდეგ გარეცხეთ წყლით.