იმისათვის, რომ სამოსს იერი დიდი ხნით შეუნარჩუნოთ, სწორად უნდა გარეცხოთ.
1. სამოსის ფერის გარდა, ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის ხარისხსაც. არ გარეცხოთ ერთად პირსახოცები და სინთეტიკური ნივთები.
2. იმისათვის, რომ სამოსს ლაქა მოაშოროთ, ნუ გახეხავთ მას. შეიძლება ქსოვილი დაზიანდეს და გაიხეს. ლაქის მოსაშორებელად სითხით ქსოვილი თეთრი ნაჭრით დანამეთ.
3. დიდი რაოდენობის სარეცხის ფხვნილი ბევრ ქაფს იკეთებს, ის კი ქსოვილიდან ჭუჭყის გამოდევნას უშლის ხელს.
4. იმისათვის, რომ ელვის კბილანებმა სხვა სამოსი არ გაგიფუჭოთ, ელვა ბოლომდე შეკარით და სამოსი ისე შეაგდეთ სარეცხის მანქანაში.
5. რაც შეეხება ღილებს, ისინი გახსნილი უნდა იყოს, რადგან რეცხვის დროს შეიძლება მოწყდეს სამოსს.
6. მათეთრებელი ქსოვილს ათხელებს. ამიტომ უმჯობესია, გამოხარშოთ და ლიმონის წვენი დაუმატოთ.
7. საცურაო კოსტიუმი და ყველა ქსოვილი, რომელიც ელასტინს შეიცავს, არ გარეცხოთ სარეცხის მანქანაში. მხოლოდ ხელით და გრილ წყალში.
8. სარეცხი უმჯობესია მიყოლებით, რამდენიმე ეტაპად გარეცხოთ. ასე ელექტროენერგიას დაზოგავთ. ვიდრე, სარეცხის მანქანა "დაასვენოთ".
9. თუ სარეცხის მანქანაში ბუმბულის ბალიშების გარეცხვა გადაწყვიტეთ, ორჯერ გაავლეთ, რადგან ქაფი, როგორც წესი, ბუმბულებში ჯდება.
10. იმისათვის, რომ სარეცხში ცალ-ცალი წინდები არ დაგეკარგოთ, ჯერ წინდები გარეცხეთ, შემდეგ სარეცხი. ან წინდები სარეცხის ტოპრაკში მოათავსეთ და ისე გარეცხეთ.
11. თუ პირსახოცებს ქსოვილის დამარბილებელს უმატებთ, სარეცხი კარგად არ გაირეცხება, რადგან დამარბილებელი აფერხებს სარეცხიდან ჭუჭყის გამოდევნას.
12. არ გადაჭედოთ სარეცხის მანქანა. ცოტ-ცოტა და მიყოლებით რეჟიმში გარეცხეთ.
13. ბუმბულიანი ქურთუკების გარეცხვის დროს მანქანაში ჩოგბურთის ბურთები შეყარეთ. ისინი ქაფს კარგად გამობერტყავს სარეცხიდან და ბუმბულს ერთ ადგილას მოგროვების საშუალებას არ მისცემს.
14. ძვირად ღირებული საშუალებები შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ იაფიანით და არანაკლებ ეფექტიანით: მარილი სამოსს ფერს შეუნარჩუნებს, ცარცი ცხიმიან ლაქებს მოაშორებს, სარეცხის საპონი გაგითეთრებთ, ლიმონის წვენი დაგირბილებთ და სასიამოვნო არომატს შესძენს.
15. მოუარეთ სარეცხის მანქანას. მასში რჩება ქსოვილის ბუსუსები, სარეცხის ფხვნილი. გარეცხვის შემდეგ მანქანის კარი ღია დატოვეთ, რომ კარგად ამოშრეს. წელიწადში რამდენჯერმე მანქანა ამუშავეთ სარეცხის გარეშე, ცხელ წყალში კი თეთრი ძმარი გახსენით. ასე მანქანა დიდი ხნით მოგემსახურებათ.