ბამბის დისკებს ყველა სააბაზანოში ნახავთ, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მათი გამოყენება მრავალფუნქციურად არის შესაძლებელი.
წყლის კვალის მოცილება ქრომირებული დეტალებიდან
გაწმინდეთ ძმრის ხსნარში ჩამბალი ბამბის დისკით ონკანი. რთულ შემთხვევაში, გააჩერეთ 2-3 წუთით.
სასიამოვნო სურნელი სააბაზანოში
დააწვეთეთ ბამბის დისკს რამდენიმე წვეთი ტკბილი ეთერზეთი (დარიჩინი, ფორთოხალი და ა.შ.) და დადეთ სარკესთან. სააბაზანო სასიამოვნო არომატით აივსება.
მწერების ნაკბენის ან მზის დამწვრობის მოშუშება
დაასველეთ ბამბის დისკი ძმრის სუსტ ხსნარში და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე.
სხეულიდან პერმანენტული მარკერების კვალის მოცილება
თუ ბავშვები სხეულის გაფერადებით გაერთნენ, რძეში ჩამბალი ბამბის დისკით გაუწმინდეთ კანი.
ვიწრო ნაპრალების გაწმენდა
ვიწრო ნაპრალების (მაგალითად, პულტზე ან პიანინოზე) გასაწმენდად, დაასველეთ ბამბის დისკი სპირტში, კარგად დაწურეთ და გაწმინდეთ ძნელად მისაღწევი ადგილები.
დაიცავით მცენარეები კატისგან
ძმარში ჩამბალი ბამბის დისკი მოათავსეთ მცენარის ქოთანში, რათა მათ კატა არ მიეკაროს.
საწერ-კალამის კვალის მოცილება ტანსაცმლიდან
დაასველეთ ბამბის დისკი სპირტში და გაწმინდეთ დალაქავებული ადგილები ტანსაცმელზე.
შეინარჩუნეთ ახალმოჭრილი ყვავილები დიდხანს
თუ გსურთ, ყვავილებმა გზაში დიდხანს გაგიძლოთ, სველი ბამბის დისკები მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და სკოჩით მიამაგრეთ თაიგულს.