ყველა დიასახლისმა იცის, რომ თეთრეულის კონდიციონერი არბილებს სარეცხს, რადგან უკეთ მოხდეს მისი დაუთოება, არ დაელექტროვდეს, სასიამოვნო არომატს სძენს. თუმცა, თეთრეულის გამოყენება სხვა შემთხვევებშიც შეიძლება...
ფანჯრებისთვის
წყალი და თეთრეულის კონდიციონერი გააზავეთ პროპორციით 4:1. დაასველეთ მასში ქაღალდის ხელსახოცი და გაწმინდეთ ფანჯრები, ჭუჭყის მოშორების შემდეგ, მშრალი ტილო გადაუსვით, რათა ლაქები არ დარჩეს.
კარი და გაზქურა
იმავენაირად გააზავეთ წყლით და გაწმინდეთ. სისუფთავე და არომატი გარანტირებული გაქვთ.
ელვაშესაკრავი
თუ მეტალის ან პლასტმასის ელვაშესაკრავი იჭედება, თეთრეულის კონდიციონერში დასველებული ბამბით დაამუშავეთ.
ლამინირებული იატაკი
თუ გსურთ, ლამინირებულ იატაკს პირვანდელი იერი დაუბრუნოთ, კონდიციონერი მცირე რაოდენობის წყალში გახსენით და იატაკი მოწმინდეთ.
ნოხიდან ბეწვის მოსაშორებლად
ღრუბელი ან ნაჭერი წყლისა და კონდიციონერის (1:1) ნარევში დაასველეთ და ნოხი მოწმინდეთ. კონდიციონერი დაარბილებს იმ ადგილს სადაც შინაური ცხოველის ბეწვი გროვდება და მას ნოხიდან ადვილად მოაცილებთ.
ძველი შპალერი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ძველი შპალიერის ახლით შეცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, შპალერი კი კედელს არ სცილდება? ერთ ლიტრ წყალში იმდენი კონდენციონერი გახსენით, რამდენიც მის თავსახურში ეტევა. დაასველეთ მასში ტილო. წაუსვით კედლებს, გააჩერეთ 20 წუთი. ამის შემდეგ შპალერი კედელს ადვილად მოსცილდება.
ტყავის ქურთუკი
თუ ტყავის ქურთული დაგესვარათ, საპნის ნაცვლად თეთრეულის კონდიციონერი გამოიყენეთ. იგი დელიკატურად გაუმკლავდება პრობლემას.
ავტომობილის ფანჯრები'
უპრობლემოდ გაწმინდავთ თეთრეულის კონდიციონერით.
ავტოსავარძელი
მასზე წარმოქმნილი ლაქების გაწმენდას ეთრეულის კონდიციონერით შეძლებთ.
როგორც დარწმუნდით, თეთრეულის კონდიციონერი დიასახლისის პირველი დამხმარე საშუალებაა.