საკვების ცელოფნის გარეშე სამზარეულოში საქმიანობა წარმოუდგენელია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მას უჩვეულოდ, მაგრამ მოხერხებულად იყენებს. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს.
ფანჯრებზე აკრობა
თუ ფანჯრებიდან ქარი ძლიერ უბერავს, ღრიჭოების დასაფარად მიაკარით საკვების ცელოფანი.
ბანანის შენახვა
ბანანმა დიდ ხანს რომ გაძლოს, ყუნწზე შემოახვიეთ საკვების ცელოფანი.
მაცივრის თაროების დაცვა
გსურთ მაცივრის თაროებს სისუფტავე დიდ ხანს შეუნარჩუნოთ? დააკარით მათზე საკვების ცელოფანი.
რემონტის დროს
საღებავი რომ არ გამოშრეს, შემოახვიეთ ქილას საკვების ცელოფანი. ასევე, ქილის სახურავი უკეთ გაიხსნება, თუ მასზე ცელოფანს შემოახვევთ.
თვალისა და ღაწვის ჩრდილების აღდგენა
ნუ გადაყრით დაფხვნილ რუჟს - დაამატეთ რამდენიმე წვეთი სპირტი, შემდეგ მყარად შემოაკარით საკვების ცელოფანი. დატკეპნეთ თითებით ან კოვზით და რუჟი ან თვალის ჩრდილი ახალივით გახდება.
კვერცხი პაშოტის მოხარშვა
დააფინეთ თასის ფსკერზე საკვების ცელოფანი, წაუსვით ზეთი, ჩაახალეთ კვერცხი, კარგად შემოახვიეთ ცელოფანი და ჩააგდეთ მდუღარე წყალში 4-5 წუთით.
კოსმეტიკური ნიღბის მომზადება
შეურიეთ თბილი წყალი და კაკაოს ფხვნილი, დაამატეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მიღებული მასა წაისვით მუცელზე და ბარძაყებზე. შემოიხვიეთ საკვების ცელოფანი და გაიჩერეთ 30 წუთით. ასეთი ნიღაბი კანს არბილებს და გლუვს ხდის.
ხორცის დაბეგვა
სანამ ხორცს შეწვავთ, შეახვიეთ საკვების ცელოფანში და ისე დაბეგვეთ, სისხლის შხეფებისგან სამზარეულო რომ დაიცვათ.
მიქსერისთვის და ბლენდერისთვის
ასევე შეგიძლიათ ბლენდერის თასის ცელოფნით შემოხვევა, შხეფებისგან თავის ასარიდებლად.