თითქმის ყველა ქალი იყენებს თმის ლაქს ვარცხნილობის დასაფიქსირებლად, მაგრამ იცით, რომ მას გაცილებით სასარგებლოდ გამოიყენებთ?..
თუ ტყავის სამეული დაგილაქავდათ, დაასხურეთ თმის ლაქი, გააჩერეთ 5 წუთი და მშრალი ჩვრით გაწმინდეთ.
ბავშვის ნახატები ასფალტზე უფრო დიდხანს გაძლებს, თუ მათზე ლაქს დაასხურებთ.
თუ ნემსში ძაფის გაყრა გიჭირთ, დაასხურეთ მასზე ლაქი, თითებით დაამუშავეთ და მისი ნემსში გაყრა აღარ გაგიჭირდებათ.
ნაჩუქარი თაიგული დიდი ხნით გაგიხარებთ გულს, თუ წყლიან ვაზაში ჩადებამდე ლაქს დაასხურებთ, რაც მათ დაჭკნობის საშუალებას არ მისცემს.
ელვის შესაკრავი კარგად იმუშავებს, თუ მას ლაქით დაამუშავებთ.
თუ გსურთ, ჰელიუმით სავსე ბუშტებმა დიდხანს გაძლოს, ლაქი დაასხურეთ.
საბავშვო ნახატს სიმკვეთრეს მიანიჭებთ, თუ ლაქს შეასხურებთ.
თუ ფეხსაცმელი გისხლტებათ, ცოტა ლაქი დაასხურეთ.
ხოლო თუ ფეხსაცმლის ფერი ფეხზე გადაგდით, ფეხსაცმელი შიდა მხრიდან თმის ლაქით დაამუშავეთ.