ეს ბიზნესი იმით დაიწყო, რომ ერთხელ მისმა უმცროსმა დამ, რომელმაც ახლახან იმშობიარა, ზედმეტი რძის თაობაზე დაიწუწუნა.
იმ მომენტისთვის, 37 წლის ჟასმინი უკვე რამდენიმე წელი საპნის ხარშვით იყო დაკავებული. დასთან საუბრის შემდეგ მას გონება გაუნათდა: რატომ უნდა დაიკარგოს რძე?
ჟასმინმა დას რძე გამოართვა. შეურია ნატურალური ზეთები, შემდეგ კი საპნის საფუძველს დაუმატა. შედეგად მიღებულ საპონს ჟასმინი ”თხევად ოქროს” უწოდებს.
პირველი პარტია მეგობრებს დაურიგა და ისეთი წარმატება მოიპოვა, რომ ჟასმინს ახალი ბიზნესიდეა მოუვიდა თავში: მოემზადებინა საპონი თავად დამკვეთების რძისგან.
საპნის ხარშვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც დეკრეტში იყო და ამავდროულად, ცერებრალური დამბლით დაავადებულ უფროს შვილს უვლიდა. თავიდან მის ნაწარმს მეგობრები ყიდულობდნენ, მაგრამ ერთი წლის წინ ჟასმინმა საპონი ბაზარში გაიტანა გასაყიდად.
დედის რძე საყინულეში ინახება. შემდეგ საჭიროა მისი გალღობა, ემატება ეთერზეთები და ინახება 4-6 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ჟასმინი მას ფორმაში ათავსებს 2 დღით, შემდეგ ჭრის ნაჭრებად და კიდევ 2 დღით ტოვებს.
გარდა სურვილისა, რომ ბიზნესმა შემოსავალი მოუტანოს, ჟასმინს კიდევ ერთი სურვილი აქვს:
”მინდა, საკუთარი რძისგან დავამზადო საპონი” - ამბობს ქალი.