როგორც ირკვევა, ნივთებს, რომელთა გადაყრასაც აპირებდი, შეიძლება სხვა დანიშნულება მოუძებნო.
მტვერსასრუტის პირი
თუ წვრილი ნივთი დაგეკარგათ, მაგალითად, საყურის შესაკრავი, ჩამოაცვით მტვერსასრუტს კოლჰოტი და გამოწმინდეთ იატაკი. შესაკრავი ფილტრზე დარჩება. ასეთივე პრინციპით შეგიძლიათ სხვა წვრილი დეტალები მოაგროვოთ.
კიდევ ერთი რჩევა: მტვერსასრუტის თავი ზოგჯერ ვერ აღწევს წვრილ ღარებში. ამისათვის, ჩამოაცვით ტუალეტის ქაღალდის ან ქაღალდის ხელსახოცის მუყაო, მიეცით სასურველი ფორმა და მტვერს ადვილად აიღებთ.
ცარიელი ქილები და ბოთლები
ბავშვის კვების ქილებისგან შეგიძლიათ ლაქის მოსაშორებელი მოწყობილობა დაამზადოთ. ამისათვის ქილაში ჩადეთ ღრუბელი და ჩაასხით ლაქის მოსაშორებელი სითხე. ასეთი მოწყობილობა შეგიძლიათ რამდენჯერმე გამოიყენოთ, სანამ სითხე არ აორთქლდება. ასე რომ არ მოხდეს, ქილას მჭიდროდ დააფარეთ სახურავი.
კეტჩუპის ქილა შეგიძლიათ ბლინის ან მაჭკატის დასასხმელად გამოიყენოთ. ასეთი წესით ისინი მუდამ ერთი ზომისები გამოგივათ.
ცარიელი პლასტიკატის ბოთლით ადვილად გააცალკევებთ კვერცხის გულს ცილისგან. მოუჭირეთ ხელი ბოთლს, მიიტანეთ კვერცხის გულთან და მსუბუქად გაუშვით ხელი. ბოთლი შეიწოვს მას.
ცარიელი ჩაის ყუთების გადაყრა თუ გენანებათ, შეგიძლიათ ისინი არომატული სანთლების დასამზადებლად გამოიყენოთ.
შოკოლადის ნაკრების ცარიელი, დანაყოფებიანი უჯრებით, ყუთი სხვადასხვა წვრილმანის შესანახად გამოგადგებათ.
ხელსახოცის ცარიელ ყუთში შეგიძლიათ კომპაქტურად პარკები ჩაალაგოთ.
თუ პიკნიკის მოწყობას აპირებთ ან სადმე მიემგზავრებით და სანელებლების მცირე რაოდენობის თან წაღება გსურთ, ”ტიკ-ტაკის” ყუთები გამოიყენეთ.
შეფუთვა
წინდა საუკეთესო საშუალებაა ძვირფასი ლარნაკის გადასატანად.
შესაფუთი ან გამოსაცხობი ქაღალდი რომ არ გაიშალოს, ქაღალდის ხელსახოცის მუყაო სიგრძეზე გაჭერით და შემოაცვით.
გატეხილი კერამიკა
თუ ქოთანი გაგიტყდათ ან რემონტის შემდეგ მეტლახის ნატეხები დაგრჩათ, დროა, დეკუპაჟზე დაფიქრდეთ და ნატეხებისგან მოზაიკური პანო შექმნათ ან მაგიდა მორთოთ.