ეს რჩევები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქალებს დაგვაინტერესებს, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ მამაკაცებიც წაიკითხავენ.
ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ, გამოიყურებოდნენ მომხიბლავად და მოწესრიგებულად. ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაგვეხმარება ჩვენთვის საყვარელი და უკვე მოძველებული ნივთების მოწესრიგებაში.
ჩვენი მოდური და საყვარელი ტყავის ჩანთიდან ლაქის მოშორებაში დაგვეხმარება
წყლისა და ძმრის ნარევი.
იმისთვის, რომ ლითონის ბეჭედმა თითზე შავი კვალი არ დაგვიტოვოს, უნდა შევღებოთ
უფერო ლაქით.
ბავშვის პუდრა დაგვეხმარება მაისურიდან ლაქების ამოყვანაში.
იმისთვის, რომ ძველ და ფორმადაკარგულ სამოსს დავუბრუნოთ პირვანდელი იერი,
ჩავალბოთ თბილ წყალში, დავუმატოთ ერთი კოვზი ბავშვის შამპუნი, ამოვწუროთ,
მოვათავსოთ დიდ პირსახოცზე და გავაჩეროთ 10 წუთი. გავასწოროთ ისე, როგორი
ფორმითაც გვინდა, რომ გაშრეს და დაველოდოთ გაშრობას. გაგრძელება