ალბათ, დღე არ გავა ისე, რომ მეზობელი ან დაქალი არ გესტუმროთ ფინჯან ყავაზე, რომელთაც სტუმრებად არ მივიჩნევთ და ნაკლებად ვფიქრობთ იმ ფაქტზე, არის თუ არა სახლში წესრიგი.
თუმცა, თუ განსაკუთრებულ სტუმრებს ველოდებით, ვცდილობთ, სახლი გენერალურად დავალაგოთ
1. ტელევიზორის სამართავი (დისტანციური "პულტი"). ერთი შეხედვით, "პულტში" უსუფთაობა არ შეინიშნება, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ ღილაკებს შორის დაგროვილ მტვერსა და ჭუჭყს. თუკი მას სტუმარი შენიშნავს, დამეთანხმებით, რომ უხერხული იქნება. ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტელევიზორისა და სხვა ტექნიკის სამართავ მოწყობილობებს.
2. მიკროტალღური ღუმელი. სტუმრების მოსვლა ყოველთვის სუფრასთან ან ოჯახურ ვახშამთანაა დაკავშირებული. ამიტომ მიკროტალღური ღუმელის გამოყენება გარდაუვალი იქნება. არ არის გამორიცხული, მათი თანდასწრებით მოგიწიოთ კერძის, ხაჭაპურის ან პიცის გათბობა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მის სისუფთავეს, რათა თქვენი კერძების მიმართ სტუმრებს ზიზღი არ გაუჩნდეთ.
3. ონკანი. ოჯახური ვახშმის დროს სტუმარი აუცილებლად ისარგებლებს ხელის დასაბანად თქვენი ონკანით. ამიტომ მის სისუფთავეს მიაქციეთ ყურადღება და ეცადეთ, იბრწყინოს, რათა თავიდან აიცილოდ უხერხულობა.
4. სასაპნე. აუცილებლად საყურადღებოა სასაპნე, სადაც საპონს ათავსებთ, რომელშიც ბლანტი საპნიანი წყალი გროვდება და უსიამოვნო სუნს იწვევს.
5. სარკე. თუ თქვენ სახლში ბევრი სარკე გაქვთ როგორც კარადებზე, ასევე კედელსა თუ შემოსასვლელში, აუცილებლად უნდა იზრუნოთ მათ სისუფთავეზე, რადგან სტუმრებს აუცილებლად მოუნდებათ მათში ჩახედვა ვარცხნილობის შესასწორებლად, ტუჩსაცხის წასასმელად ან ისე, უბრალოდ. გაგრძელება