როგორ გავარკვიოთ სარეცხის ფხვილის ხარისხი სწრაფად: მარტივი ხრიკი მოულოდნელი შედეგით - Marao

როგორ გავარკვიოთ სარეცხის ფხვილის ხარისხი სწრაფად: მარტივი ხრიკი მოულოდნელი შედეგით

2018-05-27 11:37:23+04:00

დღეს უამრავი სარეცხი საშუალება იყიდება. რეკლამის თანახმად, ყველა ერთმანეთზე საუკეთესოა, მაგრამ როგორ გავიგოთ, სინამდვილეში რომელია კარგი.
ამისათვის მარტივი ხერხი არსებობს: ერთ ჭიქა წყალში ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი სარეცხის ფხვნილი. ჩააგდეთ მასში მაგრად მოხარშული კვერცხის ცილა.

24 საათის გასვლის შემდეგ, თუ ცილა უცვლელი დარჩა, ფხვნილი დაბალი ხარისხისაა, თუ ცილა მორბილდა და წყალში ცოტათი მაინც გაიშალა - ფხვნილი გამოგადგებათ ფერადი და ნაკლებად დალაქავებული სამოსის გასარეცხად; ხოლო თუ კვერცხის ცილა სრულიად დადნა წყალში - ფხვნილი საუკეთესოა რთულად დალაქავებული ნივთების გასარეცხად.

სარეცხი ფხვნილების ხარისხის გამოსავლენად კიდევ ერთ ექსპრეს-ტესტს გთავაზობთ: ერთნაირ მინის ქილებში ჩაასხით 50 მლ წყალი. დაუმატეთ 1/4 ჩაის კოვზი სარეცხის ფხვილი. შემდეგ თითოეულში დაუმატეთ 2 წვეთი ბრილიანტის მწვანე ("ზილიონკა"). მოურიეთ და დააკვირდით ფერის ცვლილებას.

თუ სარეცხის ფხვნილი საუკეთესო მათეთრებელია, წყალი მალევე დაიბრუნებს თეთრ ფერს და მასში ძვირფასი ნივთების გარეცხვის არ შეგეშინდებათ.