შინ მომზადებული ბუნებრივი ანტიპერსპირანტი, თქვენი გემოვნებით შერჩეული სურნელით - Marao

შინ მომზადებული ბუნებრივი ანტიპერსპირანტი, თქვენი გემოვნებით შერჩეული სურნელით

2017-01-20 12:04:08+04:00

თუ ქარხნული ანტიპერსპირანტების წინააღმდეგი ხართ, ჩვენი რეცეპტით შეგიძლიათ თავად დაამზადოთ იგი.

ფხვიერი ანტიპერსპირანტი

31-05-3.jpg

დაგჭირდებათ: 1 წილი სოდა, 1 წილი სიმინდის სახამებელი და რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი.

ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და მოათავსეთ ქილაში. სოდა და სახამებელი ტენს იწოვს, ჩაის ხის ზეთი უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს.

კრემისმაგვარი ანტიპერსპირანტი

31-05-323456-1.jpg

თუ კრემისმაგვარი ანტიპერსპირანტის დამზადება გსურთ, ერთმანეთში შეურიეთ თანაბარი რაოდენობის სოდა, ვაზელინი და ტალკი. გაადნეთ წყლის აბაზანაზე და დაუმატეთ ჩაის ხის ზეთი.

მყარი ანტიპერსპირანტი

31-05-323456.jpg

დაგჭირდებათ:

3 წილი ქოქოსის ზეთი;

3 წილი სოდა;

2 წილი შის ზეთი (მყარია და დნება 30 გრადუსზე);

2 წილი სიმინდის სახამებელი;

1 წილი თაფლის სანთელი.

არომატი თქვენი სურვილისამებრ.

ინგრედიენტები წყლის აბაზანაზე დაადნეთ. ჩაასხით ფორმაში და აცადეთ გამკვრივება. ანტიპერსპირანტი მაცივარში უნდა შეინახოთ. მართალია, შეიძლება თან ვერ ატაროთ, ფხვიერი კი სამოსს დაგისვრით, მაგრამ ნატურალურია, თანაც თქვენი ხელით დამზადებული.