ალბათ, ყველა ქალის გარდერობში მოიძებნება ერთი ისეთი სვიტერი, რომელიც საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ უბრალო.
ძალიან მარტივად, საკუთარი ხელით შეიძლება უბრალო ზედა ორიგინალურ სამოსად იქცეს. ამისთვის დაგჭირდებათ მაკრატელი, თასმა, ნემსი და ძაფი, ელვა და სამი ფერის მატერია.
1. დახატეთ თვალები და ცხვირი ქაღალდის ფურცელზე (ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები);
2. გამოჭერით და მოათავსეთ სვიტერზე;
3. ქაღალდის თარგის მიხედვით, გამოჭერით ეს ფორმები ნაჭრებიდანაც და დააკერეთ;
4. თეთრი მატერიიდან გამოჭერით „პირი“ და ზედ თასმა ასიმეტრიულად მიამაგრეთ;
5. ნაპირებზე ელვა მიაკერეთ (ფოტოს მიხედვით);
6. სვიტერზე პირის ადგილი მაკრატლით გაჭერით და ჩააკერეთ „მონსტრის პირი“.
გისურვებთ წარმატებას!