დროთა განმავლობაში შიდა თეთრეული მოყვითალო ან მონაცრისფრო ფერს იღებს. ნუ იჩქარებთ გადაგდებას, არსებობს რამდენიმე მარტივი და ეფექტური ხერხი, რითაც საცვლებს უწინდებურ სიქათქათეს დაუბრუნებთ.
ლიმონის წვენის მათეთრებელი
ლიმონის წვენი აცილებს ოფლისა და ცხიმის კვალს.
ინგრედიენტები:
250 მლ ლიმონის წვენი
2 ლ წყალი
გამოყენება:
აადუღეთ წყალი, ჩაასხით ლიმონის წვენი
გააცივეთ და ჩაალბეთ თეთრეული 2 საათით.
დაამუშავეთ პრობლემური ზონები ლიმონის წვენით, შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
მარილის მათეთრებელი
მარილი შესანიშნავია პერანგის მანჟეტებისა და საყელოებისთვის.
ინგრედიენტები:
1 ს.კ. მარილი
ნახევარი ლიმონის წვენი
გამოყენება:
შეურიეთ მარილი და ლიმონის წვენი.
მიღებული მასა წაუსვით დაჭუჭყიანებულ ადგილებზე.
გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ გარეცხეთ.
თეთრი ძმრის მათეთრებელი
ძმარი ათეთრებს და ქსოვილის დეზინფექციას ახდენს.
ინგრედიენტები:
250 მლ თეთრი ძმარი
2 ლიტრი ცხელი წყალი
გამოყენება:
შეურიეთ ძმარი და ცხელი წყალი, ჩაალბეთ ნივთები 8 საათის განმავლობაში.
შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
ფორთოხლის ან ლიმონის ცედრის მათეთრებელი
ამ ხერხით გათეთრებასა და არომათერაპიას შეუთავსებთ. ციტრუსი სასიამოვნო სურნელს შესძენს ტანსაცმელს.
ინგრედიენტები:
5 ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
2 ლ წყალი
2 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი
გამოყენება:
ჩაყარეთ ცედრა წყალში და მოხარშეთ.
გააცივეთ, დაწურეთ და დაამატეთ წყალბადის პეროქსიდი.
ჩაალბეთ ტანსაცმელი 2 საათით, შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.