შავი ტანსაცმელი, მართალია, საკმაოდ პოპულარულია და მოსახმარადაც პრაქტიკული, მაგრამ ძალიან სწრაფად კარგავს სიხასხასეს და ხუნდება.
ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ გავრეცხოთ სწორად შავი ტანსაცმელი იმისათვის, რომ შავი ფერი რუხად ან სრულიად გაურკვეველ, ჭუჭყისფრად არ იქცეს.
1. თუ არ გსურთ, რომ სარეცხ მანქანაში რეცხვის შემდეგ შავმა სამოსმა ფერი დაკარგოს, ყოველთვის აირჩიეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი. სარეცხ ფხვნილს კი დაუმატეთ მწიკვი სუფრის მარილი.
2. გახუნების თავიდან ასაცილებლად და ტანსაცმლის გასაახლებლად ცივი წყლით სავსე ტაშტში დაამატეთ 2 ს.კ. ძმარი და ჩაალბეთ ამ ხსნარში შავი ტანსაცმელი 20 წუთის მანძილზე. შემდეგ გაწურეთ და ჩვეულებრივად გარეცხეთ.
3. ჩაასხით ტაშტში ცხელი წყალი და გახსენით მასში ყავა. ჩაალბეთ ამ არომატულ ხსნარში შავი ტანსაცმელი 20-30 წუთით. შემდეგ ხელით გარეცხეთ დელიკატური სარეცხი საშუალებით. გაგრძელება