ვერძი - ცვლილებების პერიოდი დაგიდგათ. შეგიძლიათ თამამად გამოემშვიდობოთ ძველ საქმეებს, პარტნიორებს და ახალი კონტაქტები დაამყაროთ.
ნებისმიერი ცვლილება სასიკეთოდ წაგადგებათ. კარგი პერიოდია ინტერიერისა და გარეგნობის შესაცვლელად. ეს უკანასკნელი წარმატებასა და კეთილდღეობას მოგიტანთ.
კურო
დღეს ცოტა ხნით მოწყდით ფინანსებსა და სამსახურზე ფიქრს და პირადი ცხოვრების მოწყობით დაკავდით. ყველა შანსი გაქვთ საიმისოდ, რომ გააუმჯობესოთ არსებული ურთიერთობა ან ახალ სიყვარულს შეხვდეთ. ამისათვის კი რომანტიკული განწყობის შენარჩუნებაა საჭირო.
ტყუპი
ნუ დაუჯერებთ გარშემო მყოფებს, რომლებიც "ოქროს გორებს" გპირდებიან. მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეძლებთ წარმატების მოპოვებას. კარგად გააანალიზეთ ის ინფორმაცია, რომელსაც დღის განმავლობაში მოგაწვდიან.
კირჩხიბი
გამორიცხული არაა, რომ კონკურენტები გააქტიურდნენ და წარმატებაში ხელი შეგიშალონ ან გარშემო მყოფებმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოგიყენონ, მაგრამ თუ გამოცდილი და ერთგული კოლეგებისა და მეგობრების იმედად იქნებით, არაფერი გემუქრებათ.
ლომი
თავგადასავალი რომანტიკული ელფერით უამრავ სასიამოვნო განცდას შეგმატებთ. უარს ნუ იტყვით მასზე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიტუაციიდან თავის დაძვრენას ყოველთვის მოახერხებთ.
ქალწული
დღე თქვენგან რთული დავალებების შესრულებას მოითხოვს, თანაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, – სამსახური, ოჯახი, სიყვარული. ძალიან რომ არ გადაიღალოთ, ეცადეთ, შეძლებისდაგვარად სხვებსაც გადაუნაწილოთ საქმე.
იხილეთ სრულად: astrologi.ge