ალბათ, მსგავსი იდეა არასოდეს გაგჩენიათ, არადა, თუ ფოტოებს დააკვირდებით, გამოუსადეგარი საბურავებით გაკეთებული ქოთნები ძალიან პრაქტიკული და ორიგინალურია.
ამისთვის მხოლოდ დაგჭირდებათ: გამოუსადეგარი საბურავი და აკრილის ან ზეთის საღებავები.
შეგიძლიათ უკვე შეღებილი საბურავები ღობეზე ან სახლის კედელზე დაკიდოთ... თუ ეზოში ცოტა ადგილი გაქვს, შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის "ქოთნები" ერთმანეთზე უსწორმასწოროდ დაალაგოთ.
ძალიან პრაქტიკულია ასევე საბურავისგან დამზადებული პუფები - ორი საბურავი დაადეთ ერთმანეთს და ზედ ბრტყელ და გამძლე საგანზე გადაკრული რბილი ბალიში მოათავსეთ.
ფოტოგალერეა
იხილეთ ასევე: შენი ხელით შექმნილი ეზოს ბუხარი – ითხოვს მინიმალურ ხარჯებს და მცირე ფართობს (ფოტოგაკვეთილი + ვიდეო)