ამ hand-made-ისთვის თქვენ დაგჭირდებათ ყვავილები (რომ არ დაგენანოთ, შესაძლებელია, ოდნავ შემჭკნარიც იყოს), თეთრი სანთელი და სუფრის კოვზი.
ყვავილებს გააცალეთ ფურცლები და ფოთლები, აანთეთ სანთელი (ოღონდ არა ის, რომელზეც აპლიკაციას აკეთებთ), გაახურეთ მასზე კოვზი და მისი მეშვეობით დააწებეთ ყვავილის სათითაო ფურცელი და ფოთოლი თეთრ სანთელზე.
ფოტოკოლაჟი საქმეს კიდევ უფრო გაგიადვილებთ.