თუ რომანტიკული ვახშმის შემდეგ სასანთლედან დარჩენილი სანთლის ამოღება ან შანდალზე Aჩამოღვენთილი სანთლის მოშორება გიჭირთ, სანთლების ანთებამდე საშანდლეს გარედან და შიგნიდან ვაზელინი წაუსვით.
თუ ხის ზედაპირზე - საწოლის თავზე, ან მაგიდის ქვეშ - ბავშვმა კევი მიაწება, მის მოცილებაშიც ვაზელინი დაგეხმარებად. გამხმარ კევს ვაზელინი წაუსვით და მანამდე სრისეთ, სანამ მასა არ დარბილდება და მოსცილდება.
თუ მტვერსასრუტის დამაგრძელებელი მილებისა და სხვადასხვა ფორმის ჩამოსაცმელის ჩამოცმა-მოხსნა გიჭირთ, მილები ვაზელინით დაამუშავეთ.
ლაკის ფეხსაცმელი და ჩანთა უფრო დიდხანს გაგიძლებთ, თუ ვაზელინს გადაუსმევთ და შალის ნაჭრით გააპრიალებთ.
ტყავის ქურთუკიც ვაზელინიანი ნაჭრით გაწმინდეთ.
თუ ბოთლის თავსახურს ან მანიკიურის ფლაკონს ვაზელინს გადაუსმევთ, მომდევნო ჯერზე მისი გახსნა არ გაგიჭირდებათ.
კარისა და ფანჯრების შეღებვის დროს სახელურები საღებავით რომ არ დაგესვაროთ, წაუსვით ვაზელინი.
საბავშვო ველოსიპედებსა და ეტლებს, შენახვამდე ქრომირებულ ადგილებზე ვაზელინი წაუსვით; ისინი წლების გასვლის შემდეგაც არ დაჟანდგება.
თუ კარისა და ფანჯრების გაღება-დახურვისას ჭრაჭუნი გაწუხებთ, ან ისინი რთულად იღება, ვაზელინი წაუსვით.
წვეულების შემდეგ ხის ზედაპირზე წყლის ნაკვალევის მოშორებაშიც ვაზელინი გიშველით. წაუსვით დაზიანებულ ადგილას და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით მშრალი ნაჭრით მოწმინდეთ.