წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანი მოაქვს ქიმიურ ნივთიერებებს თქვენი, თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის და თქვენი შინაური ცხოველებისთვის.
თანაც, ისინი არც იაფი ღირს. მიჰყევით ჩვენს რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, სახლშიც სისუფთავე შეინარჩუნოთ, ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდეთ და ფულიც დაზოგოთ.
1. მდოგვის ფხვნილით ჭურჭლის გარეცხვა შეიძლება. სველ სარეცხის ღრუბელზე დაყარეთ მდოგვის ფხვნილი და გარეცხეთ. შესანიშნავად ასუფთავებს ცხიმიან თეფშებს.
2. ძვირად ღირებული შესასხურებლის ნაცვლად შემდეგ ნარევი გამოიყენეთ: წყალი და ძმარი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში და ლავანდის ზეთის რამდენი წვეთი დაუმატეთ.
3. ფანჯრების გასაწმენდად წყალში გახსენით ძმარი - 1:5. შეასხურეთ ფანჯარას და რბილი ჩვრით ან გაზეთით გაწმინდეთ. ძმრის შეცვლა ლიმონის წვენით შეგიძლიათ.
4. სამზარეულოსა და სააბაზანოს ნიჟარებში, ონკანსა და უნიტაზზე ნადების მოცილებას შემდეგნაირად შეძლებთ: დაასხით ძმარი და მოაყარეთ სოდა. გააჩერეთ ცოტა ხანი და ჯაგრისით გაწმინდეთ.
5. ნაჭრის გასათეთრებლად 10 ლიტრ წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და 1 ს/კ ნიშადურის სპირტი.
6. სოდა გაზის ღუმელსაც გაგიწმინდავთ. ამისათვის ღუმელში მთელი ღამით დატოვეთ ფიალაზე დასხმული ნიშადურის სპირტი, დილით კი სოდამოყრილი ჩვრით გაწმინდეთ.
7. საკანალიზაციო მილის გაწმენდა მარილითაა შესაძლებელი. მილში ჩაყარეთ მარილი და დაასხით მდუღარე წყალი.
8. ფანჯრების გაწმენდა ნიშადურის სპირტისა და საპნის ნარევით შეგიძლიათ, ხოლო სარკის - წყლისა და ძმრის (1:1) ნარევით.
9. სანტექნიკაზე ჟანგის მოცილებაში "კოკა-კოლა" ან "ფანტა" დაგეხმარებათ.
10. ხალიჩებს საუკეთესოდ ასუფთავებს სიმინდის სახამებელი. იგი ხალიჩაზე უნდა მოაფრქვიოთ და მტვერსასრუტით მოასუფთავოთ.
დაბოლოს, სახლის დალაგებისას მიკროფიბრის ტილოები გამოიყენეთ. მათზე არ რჩება ყველაზე რთული ჭუჭყიც კი და ისინი ადვილად ირეცხება.