მიჰყევით ინსტრუქციას და მინიმალური ძალისხმევითა და ფერადი ნაჭრის ორი ზოლით, ორიგინალური თმის სამაგრის დამზადებას შეძლებთ.
დაგჭირდებათ:
2 ჭრელი ნაჭრის ზოლი (შეგიძლიათ ლენტიც გამოიყენოთ), მაკრატელი და თავად სავარცხელი.
ნაჭრები სავარცხლის პირველ კბილანასთან ერთმანეთზე აკურატულად გადანასკვეთ.
ახლა კი ჯერ ერთი ფერის ლენტი გადაატარეთ სავარცხელზე (როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები), შემდეგ მეორე. ლენტები სავარცხლის ბოლო კბილანასთან ისევ აკურატულად გადანასკვეთ და ზედმეტი ბოლოები მაკრატლით მოჭერით.
სულ ეს იყო. ახლა თქვენ ჩვეულებრივი სავარცხლის ნაცვლად ორიგინალური თმის სამაგრის მფლობელი ხართ.