ალბათ, ყველა ჩვენგანს აქვს პრობლემა სამზარეულოსა თუ აბაზანაში უჟანგავ ზედაპირებსა და ონკანებზე ყოველ წუთას გაჩენილი ნადების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ქიმიური საშუალება ამ პრობლების გადასაჭრელად, გეტყვით, რომ არანაკლებ ეფექტურად და მეტადაც უჟანგავ ზედაპირს გაგიპრიალებთ შინ უკვე არსებული საშუალებები.
თქვენ დაგჭირდებათ:
1. აცეტონი;
2. კარტოფილის ფქვილი (სახამებელი);
3. ხელთათმანები;
4. ღრუბელი (რომელსაც ერთი მხარე რბილი აქვს, ხოლო მეორე უხეში). გაითვალისწინეთ, ის უნდა იყოს ახალი და მშრალი.
5. ასევე, ხელთ იქონიეთ პლასტმასის პატარა სათლი ან ტაშტი.
შეურიეთ ერთმანეთს სახამებელი და აცეტონი (იყიდება ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ საღებავის ნებისმიერი გამხსნელი) ერთგვაროვანი, ფაფისებური მასის მიღებამდე.
წაუსვით მიღებული მასა ზედაპირს და გააჩერეთ 15-25 წუთი. შემდეგ გაწმინდეთ მსუბუქად და ჩამორეცხეთ წყლით.
ასევე იხილეთ:
დიასახლისის 5 შეუცვლელი დამხმარე
როგორ დავალაგოთ სახლი ქიმიური საშუალებების გარეშე
ავეჯის მოვლის იაფი და ეფექტური საშუალება საკუთარი ხელით
სარეცხის მანქანის ობისა და ნადებისგან გაწმენდა უმარტივესი მეთოდით