დღეს მაღაზიაში ნებისმიერი ჰიგიენური საშუალების ყიდვა შეგიძლიათ.
განსხვავება გემოვნებასა და ფასშია, მაგრამ ეკონომიის მიზნით ჩვენ ეფექტური საშუალების დამზადებას გთავაზობთ. რომლისთვისაც მხოლოდ სამი ინგრედიენტი - სოდა, ძმარი და ადუღებული წყალი დაგჭირდებათ.
ჭურჭლის ნიჟარაში (აბაზანაში) ჩაყარეთ სოდა, დაასხით ძმარი, დაახურეთ თეფში და ნახევარი საათის შემდეგ ჩაასხით მდუღარე წყალი. წყალი ბევრი უნდა იყოს. ასე მაგალითად, თუ სოდას ნახევარ ჭიქას აიღებთ, ძმარი ერთ ჭიქა (250 გრამი) დაგჭირდებათ.ხოლო წყალი 4 ლიტრი უნდა იყოს.
პროფილატქიკისა და სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, სასურველია, ეს პროცედურა რეგულარულად ჩაატაროთ.