მსოფლიოში ახალი, საშიში ვირუსი, ებოლა ბობოქრობს. მისგან გამოწვეულმა სიკვდილიანობამ 90%-ს მიაღწია, ხოლო მისი მკურნალობის მეთოდები და ვაქცინები ჯერჯერობით არ არსებობს.
მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემებით, 2014 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე დაფიქსირდა ებოლას 13 700 შემთხვევა, ხოლო ვირუსისგან გარდაიცვალა 5000 ადამიანი.
ვირუსი მარტივად გადამდებია სისხლით ან დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით. კიდევ ერთი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ებოლას სიმპტომები ემთხვევა სხვა, უამრავი დაავადების სიმპტომებს.
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ოდნავი სისუსტის შემთხვევაშიც პანიკაში ვვარდებით. გთავაზობთ ტესტს, რომლის გავლის შემდეგაც მიხვდებით, უნდა გეშინოდეთ თუ არა ამ ვირუსის.