ახალთახალი და ძვირფასი ტანსაცმელიც კი უვარგისი ხდება, თუ მასზე ლაქა გაჩნდა.
ასეთი დანაკარგი რომ არ განიცადოთ, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს. ყველაზე ხშირად გავრცელებულ ლაქებთან გასამკლავებლად ეს რჩევები გამოგადგებათ.
ოფლი
თუ ოფლის ლაქა ბამბის ქსოვილზე გაჩნდა, ღვინის ძმარი გამოიყენეთ. თუ შალის ქსოვილზეა - სპირტის ხსნარი, რომელსაც ასე გააზავებთ: 1 ს.კ. ძმარს ან სპირტს 1 ჭიქა წყალი დაასხით.
თმის საღებავი
მის ამოსაყვანად წყალბადის ზეჟანგს იმავე რაოდენობის ნიშადური დაასხით. ლაქა ჩვრით ან ღრუბლით გაწმინდეთ.
ცხიმიანი ლაქები ხალიჩაზე
აურიეთ ერთმანეთში ბენზინი და სარეცხის ფხვნილი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. ლაქა ამ მასით დაამუშავეთ და 7 საათის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ ცხელი წყლით ამოწმინდეთ. თუ დიდი ხნის ლაქაა, პროცედურა კიდევ გაიმეორეთ.
გუაში
სარეცხი ფხვნილი ცივ წყალში გახსენით. დაასველეთ ლაქა და რამდენიმე საათით გააჩერეთ. შემდეგ გააშრეთ ნივთი და ჯაგრისით გაწმინდეთ.
სისხლი
ცხელ წყალში გარეცხვა არც იფიქროთ. მხოლოდ ცივი წყალი და სარეცხის საპონი გამოიყენეთ.
იოდი
იწმინდება ნიშადურის სპირტით.
წებო
კარგად აცლის ლაქის მოსაშორებელი სითხე, რომელიც აცეტონს არ შეიცავს.
საღეჭი რეზინი
ნივთი საყინულეში გაყინეთ. მანამდე საღეჭი რეზინის მოშორება და გაგლესვა არ სცადოთ.
იხილეთ სრულად:mshoblebi.ge