თანამედროვე ქალი ძალიან დატვირთულია. ამიტომ გენერალური დალაგებისთვის დროის გამოძებნა უჭირს.
ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვს და ისიც უნდა, რომ შვილს ან საყვარელ ადამიანებს დაუთმოს, დაისვენოს, სერიალს უყუროს ან ცოტა ხნით მეგობრებს შეუაროს. არადა, სახლი დასალაგებელია, სისუფთავე და წესრიგი ხომ ყველაზე მოუცლელი დედის სახლშიც უნდა იყოს.
თუ ამ რეჟიმით ცხოვრობთ, ეს მეთოდი თქვენთვისაა. აი, რაში მდგომარეობს ის: სახლს ყოველდღე უთმობთ 15 წუთს და ძირფესვიანი დალაგება არასოდეს დაგჭირდებათ.
* იდეალი
იდეალურად სუფთა სახლი არ არსებობს, მით უმეტეს, თუ იქ აქტიური ახალგაზრდა ადამიანები, ბავშვები და ოთხფეხა მეგობრები ცხოვრობენ. ამიტომ უარი თქვით იდეალზე, ამით ნევროზისგანაც გათავისუფლდებით და უკეთ გაუძღვებით საოჯახო საქმეებს. თქვენ იდეალური წესრიგისთვის ვერასოდეს მოიცლით. ეგ ცალკე ხელოვნებაა და დიდ დროს მოითხოვს. თქვენ ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა და წესრიგის დამყარებაც "გეყოფათ".
*დაყავით სახლი ზონებად
მაგალითად: სამზარეულო (საკვების მომზადების, კვების ზონა), აბაზანა (ბანაობის, რეცხვის ზონა), საძინებელი და მისაღები (სადაც უმეტეს დროს ატარებთ).
დაალაგეთ ერთი ზონა დღეში 15 წუთის განმავლობაში. გგონიათ ეს ცოტაა? არა, რეგულარული დალაგება გენერალურზე არანაკლებ ეფექტს მოგცემთ, სამაგიეროდ. ძალიანაც არ დაიღლებით.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge