ალბათ, ბევრ თქვენგანს შექმნია პრობლემა Wi-Fi-ს სუსტი სიგნალის გამო, როცა ინტერნეტი არ იჭერს მოშორებულ ოთახებში.
ეს, შესაძლოა, იყოს სუსტი ინტერნეტის ან სახლის კონსტრუქციის ბრალი. ყველა შემთხვევაში, არსებობს ძალიან მარტივი და ძალიან ეფექტური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ამ პრობლემას მოაგვარებთ.
დაგჭირდებათ მაკრატელი, ლუდის ქილა (რკინის) და პლასტელინის პატარა ნაჭერი.
1. გარეცხეთ კარგად ლუდის ქილა.
2. მოაძრეთ გასახსნელი;
3. მთლიანად მოაჭერით ქილას ძირი;
4. ზედა ნაწილიც მოაჭერით, მაგრამ არა მთლიანად – დატოვეთ გაუჭრელი ქილის პატარა ნაწილი.
5. ამ ნაჭრის უკანა მხრიდან გააკეთეთ ჭრილი.
6. დაამაგრეთ ეს კონსტრუქცია Wi-Fi-ს ბლოკზე პლასტელინის მეშვეობით;
7. სიგნალის გამაძლიერებელი მზად არის! უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ მისი იმ მხარეს მიტრიალება, საითაც გსურთ, რომ დაიჭიროს ინტერნეტი.