იმისათვის, რომ ხის ზედაპირს უცებ გავუქროთ ნაკაწრები, აუცილებელი არ არის მისი რესტავრირება, გადაღებვა, გალაქვა და სხვა რთული ჩარევები.
უბრალოდ, აიღეთ ძმარი და ზეითუნის ზეთი ერთნაირი პროპორციებით, შეურიეთ ერთმანეთს, დაასველეთ ამ ხსნარში ჩვარი და გაწმინდეთ ავეჯის ზედაპირი. გაწმინდეთ გულმოდგინედ და ზედმიწევნით კარგად. შედეგად კი, ფაქტობრივად, ახალ ავეჯს მიიღებთ.