როგორ მოვამზადოთ გემრიელი კერძები და ამასთან, არ დავუშვათ თუნდაც ელემენტარული შეცდომა; როგორ გავხადოთ საკვები ნამდვილად მადისაღმძვრელი და რაშია რესტორნის კერძების ხიბლი? - თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით პასუხები ამ კითხვებზე, ნახეთ ჩვენი რჩევები!
ყველა ოჯახს საკუთარი გამორჩეული წესები და ტრადიციები აქვს. პატარა გოგონამ, რომელიც მიჩვეულია დედაზე დაკვირვებას სამზარეულოში, იცის, თუ როგორ შლის დედა სუფრას, როგორ მიართმევს ამა თუ იმ კერძს სუფრის წევრებს, როგორ ხვდება და აცილებს სტუმრებს. მაგრამ რაც მიღებული იყო თუნდაც 10 წლის წინ, თანამედროვე ცხოვრებისთვის ხშირად გამოუსადეგარია. მაგალითად: თუშფალანგზე დაყრილი მაკარონი დღეს არანაკლებ გაოცებას იწვევს, ვიდრე მაცივარში შენახული ბანანი.
1. თევზი მიგეწვათ?
ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა გამოცდილი დიასახლისების სამზარეულოებშიც კი. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნო შემთხვევა? - მომზადებამდე 15 წუთით ადრე მოაყარეთ მარილი არა მარტო თევზის ნაჭრებს, არამედ იმ ცხიმსაც, რომელშიც ის უნდა შეწვათ. ამ შემთხვევაში თევზი არათუ არ მიგეწვებათ, არამედ ნაჭრები მთელი დარჩება და არ ჩაიშლება.
2. გადავავლოთ თუ არა წყალი მაკარონს?
მაკარონზე წყლის გადავლების "მოდამ", რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოდის, დღეს აქტუალობა დაკარგა. თუ წინათ მაკარონს ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილისგან ამზადებდნენ და მას ჰქონდა თვისება, მოხარშვის შემდეგ შეწებებოდა ერთმანეთს, ახლა, როგორც წესი, მაგარი ხორბლის ჯიშისგან მზადდება. სხვათა შორის, მაკარონის ნახარშს იტალიელი დიასახლისები პასტის სოუსების მოსამზადებლად იყენებენ. ასე რომ, როცა მაკარონს მოხარშავთ, წყალს ბოლომდე ნუ გადაუღვრით.
3. შეიძლება თუ არა ზეითუნის ზეთში შეწვა?
ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს მოყვარულებს ხანდახან უჩნდებათ სურვილი, ზეითუნის ზეთი შეწვის დროსაც დაუმატონ. თუმცა, სჯობს, იგი უფრო ცივი კერძებისა და სალათების მოსამზადებლად გამოიყენოთ. ზეთის extra virgin წვის ტემპერატურა ძალიან დაბალია, ამიტომ არსებობს საშიშროება, რომ მისი შეწვის შემთხვევაში თქვენ გააფუჭებთ კერძს დამწვარი ზეთის სპეციფიკური გემოთი და ამავდროულად, მიიღებთ კანცეროგენების მთელ პორციას.
იხილეთ სტატია სრულად: gemrielia.ge