კერძების გემრიელად და ლამაზად მომზადება ნებისმიერს შეუძლია, მთავარია მონდომება. ახლობლების შექება რომ დაიმსახუროთ, უნდა იცოდეთ რამდენიმე საიდუმლო, რომელსაც ცნობილი შეფ-მზარეული გაგიზიარებთ.
წითელი ღვინო წითლად აფერადებს ყველა კერძს. განსაკუთრებულ არომატსა და გემოს ანიჭებს ხორცს. დაინტერესდით, კიდევ უფრო ბევრი რჩევა გელით.
სალათას ან სუფრაზე მისატანად გამზადებულ კერძს სასიამოვნო ნივრის არომატი რომ მიანიჭოთ, შუაში გაჭრილი ნიორი თეფშს წაუსვით და ზედ დაალაგეთ კერძი.
ხორცის გემრიელი მარინადის მოსამზადებლად გამოიყენეთ: შავი ლუდი, მარილი და წიწაკა - გემოვნებით. ლუდში შეგიძლიათ ბოსტნეულიც მოთუშოთ. იგი განსაკუთრებულ არომატსა და გემოს შესძენს მოხარშულ კარტოფილსაც.
გადამლაშებულ კერძს ორგვარად "მოასულიერებთ": მარლაში მოათავსეთ მოხარშული, შეუზავებელი ბრინჯი და მასთან ერთად მოხარშეთ. ბრინჯი ზედმეტ მარილს შეიწოვს. მეორე მეთოდისთვის გამოგადგებათ შაქრის ნატეხი. მოათავსეთ კოვზზე და ჩაუშვით კერძში. როგორც კი დნობას დაიწყებს, ამოიღეთ. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ კერძში მარილის დონე არ დაიწევს.
ღვიძლი არ გამაგრდება, თუ მარილს უკვე მომზადებულ კერძს მოაყრით.
იმისათვის, რომ ღვეზელი არ მიგეწვათ, გამოცხობამდე სველი ქაღალდი გადააფარეთ.
ფითქინა თეთრი ბრინჯი გამოგივათ, თუ ხარშვის დროს ცოტა ძმარს დაუმატებთ.
მოხარშული კვერცხი დაჭრისას აღარ დაგეფშვნებათ, თუ ცივ წყალში დასველებული დანით დაჭრით.
თუ გსურთ, ბულიონი კამკამა გამოგივიდეთ, მასში ყინულის კუბი ჩააგდეთ და კერძი ადუღებამდე მიიყვანეთ. {{ArticleSplitCont}}
მოხარშვისას ლობიო არ გაგიმუქდებათ, თუ თავახდილ ქვაბში მოხარშავთ.
ხორცის ფარში გაცილებით გემრიელი გამოგივათ, თუ უმ და შემწვარ ხახვს შეურევთ და გახეხილ უმ კარტოფილს.
ლიმონის წვენით შეგიძლიათ მარილი ნაწილობრივ ჩაანაცვლოთ. ასე უფრო ჯანსაღი და არომატული კერძები გამოგივათ.
საქონლის ხორცი ნაზი გამოვა, თუ მომზადებამდე 30 წუთით ადრე, ყოველი მხრიდან, მაიონეზს წაუსვამთ.
მოხარშული სიმინდი შეგიძლიათ სალათებში ჩაურიოთ. მთავარი, უკვე მოხარშულს, მჭრელი დანით მარცვლები ჩამოაჭრათ.
ბადრიჯანი კერძს არ გაგიმწკლარტებთ, თუ მომზადებამდე კანგაცლილსა და დაჭრილს მარილს მოაყრით და ცოტა ხანი გააჩერებთ. წვენის გამოსვლის შემდეგ კი ზედმეტ მარილს წყლის გადავლებით მოაცლით.
ნუშს კანს ადვილად გააცლით, თუ რამდენიმე წუთით მდუღარე წყალში ჩაყრით, იქიდან კი პირდაპირ - ცივ წყალში.
არაჟნის კრემი გემრიელი და ჰაეროვანი იქნება, თუ ცილას შეათქვიფავთ.
ყავის გემოს გააუმჯობესებთ, თუ მოხარშვამდე ჯეზვეში დანის წვერით მარილს ჩაყრით.
ღუმელში გამომცხვარ ხორცის ნაჭერს კნაწუნა კანი და ფერი ექნება, თუ ბროწეულის წვენს, კონიაკში, მშრალ ღვინოში ან წყალში გახსნილ თაფლს გადაუსვამთ.
უხეშ ხორცს დაარბილებთ, თუ მოხარშვისას ბულიონში ბანანის გარეცხილ ქერქს ჩააგდებთ.
ვაშლის ღვეზელის მომზადებისას ვაშლები ნამცხვრის ფსკერზე არ დაეშვება, თუ ცომში ჩაყრამდე ფქვილში ამოავლებთ.{{ArticleSplitCont}}
საფანელის ნაცვლად დაფქული თბილი გამოიყენეთ, იგი საფანელზე სასარგებლო და გემრიელია.
ცივი კერძის დადებამდე თეფში გააცივეთ და ცხელის დადებამდე გააცხელეთ. ასე კერძი შეინარჩუნებს გემოს.
მომზადებულ ხორცს მაშინვე ნუ მიიტანთ სუფრაზე, დააცადეთ გაგრილდეს და გემო გაუჯდეს.
"ვინეგრეტი" გაცილებით გემრიელი გამოგივათ, თუ ერთ სადილის კოვზ რძესა და ერთ ჩაის კოვზ შაქარს დაუმატებთ.
კერძი ყოველთვის მშრალი ხელებით მოამზადეთ.
მზადების დროს დროდადრო კერძს გემო უნდა გაუსინჯოთ.
ცეცხლიდან გადმოდგმამდე, წვნიანს დაუმატეთ სტაფილოს, კომბოსტოს ან პომიდვრის წვენი, ეს კიდევ უფრო გაგიგემრიელებთ კერძს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ვანილი საუკეთესო საკმაზია ბოსტნეულის სალათებისთვის. გასინჯეთ, გემრიელია.