ხახვის სასაგებლო თვისებებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ იცით თუ არა, რომ არანაკლებ ძვირფასია მისი ნაფცქვენი?
ბოჭკო, რომელსაც ის შეიცავს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს. ხახვის ნაფცქვენი ასევე დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მისი ნახარში შეიცავს ფლავანოიდებს, ფრუქტოზას, უჯრედისს და წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
ბევრი დიასახლისი არ ყრის ხახვის ნაფცქვენს აღდგომის წინა დღეებში, რათა ის გამოიყენოს კვერცხის შეაღებად, მაგრამ ჩვენ ვიცით მინიმუმ 7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ ხახვის ნაფცქვენი არასდროს.
1. ხახვის ნაფცქვენი კურნავს ბრონქიტს
მწვავე ბრონქიტის დროს ხახვის ნაფცქვენის ნახარში დაგეხმარებათ. დაავადების დროს მის კომპრესებს იყენებენ. კომპრესის მოსამზადებლად 1 ჭიქა ხახვის ნაფცქვენს დაასხით მდუღარე წყალი, დააყენეთ 15 წუთი, შემდეგ კი მარლაში გაწურეთ. მზა კომპრესი დაიფინეთ მკერდზე, დღეში სამჯერ 30-30 წუთით.
არსებობს კიდევ ერთი რეცეპტი, რომელიც ძლიერი ხველისგან გაგათავისუფლებთ. 15 ხახვის ნაფცქვენს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გედგათ მანამ, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. ამის შემდეგ დააყენეთ საბოლოო გაგრილებამდე, გადაწურეთ და სვით 2 სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ.
2. ხახვის ნაფცქვენი ებრძვის კანის დაავადებებს
დერმატიტების, მცირე ჭრილობების, მეჭეჭებისა და სოკოსგან გასათავისუფლებლად გამოიყენეთ დაქუცმაცებული ნაფცქვენი. შეურიეთ ის ვაზელინს ან რაიმე ნეიტრალურ ცხიმიან კრემს პროპორციით: 2/3. მიღებული მასა დაიდეთ დაზიანებულ კანზე დღეში 2-ჯერ. კრემი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. 3. ხახვის ნაფცქვენი შეშუპებისა და ვარიკოზის დროს
საკვირველია, მაგრამ ხახვის ნაფცქვენი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების საწინააღმდეგოდ და ქვედა კიდურების ტკივილის დროს. დაახხით 2 სადილის კოვზ ნაფცქვენსა და 2 სადილის კოვზ გვირილას 2 ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, დააყენეთ 5 საათი, შემდეგ კი ორთქლის აბაზანაზე შედგით და დაიყვანეთ ნახევრამდე. დარჩენილი ექსტრაქტი შეიზილეთ მტკივან ადგილებში.
დაღლილობასა და ტკივილს ფეხებში შველის კიდევ ერთი საშუალება - ზეთი ნაფცქვენთან ერთად. დასრისეთ ერთი მუჭა ხახვის ნაფცქვენი, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი ან ყურძნის წიპწების ზეთი, დააყენეთ 10-12 დღე შუშის ან კერამიკის ჭურჭელში. მიღებული ნარევით გაიკეთეთ მასაჟი 2-3-ჯერ კვირაში.
4. ხახვის ნაფცქვენის ნახარში ალერგიის წინააღმდეგ
ხახვის ნაფცქვენის ნახარში გამოიყენება ალერგიული რეაქციების წინააღმდეგ. ამავდროულად ის წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან. დაასხით ნაფცქვენს მდუღარე და დადგით ორთქლის აბაზანაზე, ადუღეთ 10-15 წუთი, შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. მიიღეთ 2-3 სადილის კოვზი დღეში რამდენჯერმე.
სრულად იხილეთ: gemrielia.ge