კატლეტი ყველას უყვარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბოსტნეულით ის შეიძლება ისევე გემრიელი გამოვიდეს, როგორც ხორცით.
იხილეთ ვიდეო
თუმცა, ეს გემოვნების საკითხია. მათ, ვისაც ხორცზე მეტად ბოსტნეული უყვარს, ჩვენ ვთავაზობთ კატლეტის საინტერესო ნაირსახეობას, რომელიც მარტივად მზადდება და სამაგიეროდ, ნოყიერია. გამორიცხული არ არის, ის ხორცის მოყვარულებსაც მოეწონოთ!
დაჭერით სოკო, ხახვი და ტაფაზე კარაქში შებრაწეთ, დაუმატეთ სუნელები გემოვნებით, ბლომად ოხრახუში.
კარტოფილი ხარშეთ 25-30 წუთი. მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ კარაქი და კარგად შეაზილეთ, ჩაახალეთ კვერცხი, შეურიეთ ცოტაოდენი ფქვილი და კარგად მოზილეთ. მიღებული მასიდან გააკეთეთ გუნდები, ამოავლეთ ფქვილში და პატარა ნაწილებად გააბრტყელეთ.
თითოეულ ცომის ფირფიტაში ჩატენეთ შებრაწული სოკოსა და ხახვის ნაზავი და კატლეტის ფორმა მიეცით. ტაფაზე დაასხით ზეთი ან კარაქი და კატლეტები ყველა მხრიდან შებრაწეთ. შეგიძლიათ სოუსად არაჟანი ან მაწონი გამოიყენოთ და გააფორმოთ მწვანილით.
იხილეთ ვიდეო