თუ ხახვს მიკროტალღურ ღუმელში მოათავსებთ, მოხდება სრულიად მოულოდნელი რამ...
გთავაზობთ 6 წარმოუდგენელ და სასარგებლო ლაიფჰაკს, რომლებიც გასწავლიან მიკროტალღური ღუმელის არცთუ ისე ჩვეული მიზნებისთვის გამოყენებას. ერთხელ გასინჯვის შემდეგ თქვენ ისევ და ისევ გამოიყენებთ მათ სამზარეულოში საქმიანობის გასაადვილებლად.
პიცისა და ნამცხვრის გაცხელება
წინა დღით გამომცხვარი პიცა ან ნამცხვარი ისევ ფაფუკი გახდება, თუ გაცხელებისას მიკროტალღურ ღუმელში ჭიქა წყალს შედგამთ. ტენიანი სფერო ახლად გამომცხვარივით გახდის ცომეულს.
ხახვის დაჭრა ცრემლების გარეშე
თუ ხახვს მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წუთით შედებთ, დაჭრისას ცრემლები არ შეგაწუხებთ. ეს ნამდვილი შვებაა!
როგორ გავფცქვნათ ნიორი იოლად
ნიორს ადვილად გავფცქვნით, თუ მიკროტალღურ ღუმელში მოვათავსებთ 2 წუთით. ეს ხერხი დაგეხმარებათ, ნაკლები დრო დაკარგოთ.
სიმინდის მომზადება
მოხარშული სიმინდი ყველას უყვარს. თუმცა, მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთის განმავლობაში გამომცხვარიც - ტოლს არ უდებს მოხარშულს.
საჭმლის თანაბრად შეთბობა
ეს მარტივია - დადეთ ბუტერბროდი მიკროტალღური ღუმელის მბრუნავი თეფშის კუთხეში თანაბრად შესათბობად.
სუპერმარტივი წმენდა
ძალზე გაჭუჭყიანებული მიკროტალღური ღუმელის მარტივად გაწმენდა იოლია, თუ მასში ლიმონიან წყალს გავაცხელებთ. ციტრუსის ორთქლი დაარბილებს ჭუჭყს და მიკროტალღურ ღუმელს იოლად გავწმინდავთ ტილოთი.
ეს ვიდეო გაგაცნობთ სასარგებლო რჩევებს, რომელთა გამეორება ხშირად მოგინდებათ.