შეხვედრიხართ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს შოკოლადი? ალბათ, იშვიათად. ასეც რომ იყოს, მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანები ხშირად იძულებულები არიან, უარი თქვან ამ ტკბილეულზე, რათა წონაში არ მოიმატონ.
არადა, ერთ ფილა შოკოლადს შეუძლია, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს და უამრავი დაავადებისგან დაიცვას.
არსებობს სხვადასხვა სახეობის შოკოლადი. ის შეიძლება იყოს მწარე, რძიანი, თეთრი და სხვა... მწარე შოკოლადი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ბევრს დიდად არ უყვარს. მაგრამ იცოდით, რომ რძიანი შოკოლადიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?
და აი, რით:
1. რძიან შოკოლადში დიდი რადენობით კალციუმი, რკინა, კალიუმი და მაგნიუმია, ასევე, ნივთიერება ტეობრომინი. ეს კომპონენტები ასტიმულირებს გულის კუნთის მუშაობას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, მწყობრში მოყავს ნერვული სისტემა.
არა მხოლოდ შავი, არამედ რძიანი შოკოლადიც – საოცარი პროფილაქტიკაა გულის დაავადებებისა და ინსულტისთვის. მისი სარგებლობა კალციუმისა და ცხიმოვანი მჟავების სიმრავლით აიხსნება.
2. კაკაო გვეხმარება ძალების აღდგენაში და გვაძლევს დამატებით ენერგიას. თუკი სპორტით ხართ დაკავებული ან უბრალოდ, აქტიური ცხოვრების წესს ეწევით, მაშინ რძიანი შოკოლადის ფილა აუცილებლად უნდა გეგდოთ მუდმივად ჩანთაში.
3. რძიანი შოკოლადი – რეკორდსმენია ანტიდეპრესანტების განხრით. ასევე, ის გვეხმარება გავხდეთ უფრო დარწმუნებულები საკუთარ თავში და ვიყოთ ბევრად მახვილგონიერები.
ამიტომაც მიირთვით ეს გემრიელი ტკბილეული (ოღონდ არაუმეტეს 30 გრამისა დღეში) – და იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები!