ჩვენ ყველას გვიყვარს და სიამოვნებით ვამზადებთ გარნირად ამ კერძს.
მაგრამ ცოტამ თუ იცის კარტოფილის პიურეს მომზადების ყველა საიდუმლო. შედეგად კი კერძი ხშირად გამოდის წებოვანი, მშრალი ან გაციებისას ფერს იცვლის.
იმისათვის, რომ ეს პრობლემები თავიდან აიცილოთ და იდეალური პიურე მოამზადოთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი:
1. დიდხანს ნუ დატოვებთ გაფცქვნილ, უმ კარტოფილს ცივ წყალში.
2. ჩაყარეთ კარტოფილი ადუღებულ მარილწყალში. სხვაგვარად ზედა ფენა უფრო სწრაფად მოიხარშება და მასში არსებული სახამებელი შაქრად გადაიქცევა.
3. არ დაასხათ კარტოფილს ბევრი წყალი, ის ოდნავ უნდა ფარავდეს ბოსტნეულს. ხარშეთ საშუალო და მეტიც, დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში. გაგრძელება