თავად საზამთრო რომ ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ამასთან, უგემრიელესია – ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ის, რომ მისი კურკები არასოდეს უნდა გადაყაროთ, ალბათ, ჯერ არ გსმენიათ.
საზამთროს კურკა შეიცავს რიბოფლაფინს, ფოსფორს, კალცს, თუთიას, B ჯგუფის ვიტამინებს – ამ ყველაფრის დამსახურებით ის უნიკალური პროდუქტია.
საზამთროს კურკების ნაყენი
ინგრედიენტები:
5 ს/კ საზამთროს კურკები
1 ლ ცივი წყალი
მომზადება:
დანაყე კურკები, დაასხი ცივი წყალი, დადგი ცეცხლზე და მიიყვანე ადუღებამდე.
როცა წყალი ადუღდება, ხარშე კურკები 45 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გაწურე ნაყენი და მიიღე დღეში 3-ჯერ თითო ჭიქა.
ეს ნაყენი შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა, რაც ხელს უწყობს წონაში კლებას. ასევე, მას იღებენ პროსტატის პროფილაქტიკისთვის. ასევე, ნაყენი ეფექტურია ჰიპერტონიისას.
იხილეთ საზამთროს კურკების ნაყენის რეცეპტი ჭიების გამოსადევნად