არა აქვს მნიშვნელობა, სად ყიდულობთ ხორცს - ბაზარში თუ სუპერმარკეტში, მწარმოებელი ისე შეფუთავს ხორცს, რომ ვერ მიხვდებით მის სიძველეს. თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელთა გათვალისწინებითაც თავს დაიცავთ უხარისხო პროდუქტის ყიდვისგან.
როგორ შევარჩოთ ხორცი
1. ახალი ხორცი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ფენებად არ უნდა იშლებოდეს.
2. ყურადღება მიაქციეთ ხორცის ფერს. ერთგვარი უნდა იყოს, სხვადასხვა შეფერილობის შერევის გარეშე. სთხოვეთ გამყიდველს, ხორცი გაჭრას, რათა მისი შიდა მხარეც დაინახოთ, რა ფერისაა.
3. მოსინჯეთ ხორცი, იგი ზომიერად რბილი და ელასტიკური უნდა იყოს.
4. იყიდეთ ხორცი დილით. მეტი შანსი გაქვთ, რომ ახალ პროდუქტს შეიძენთ.
5. ნუ დაგეზარებათ, ან მოგერიდებათ და დოკუმენტიც მოითხოვეთ. შეამოწმეთ მომწოდებლის ფირმა, მწარმოებელი, ხორცის სახეობა, კატეგორია.{{ArticleSplitCont}}
ღორის ხორცი
1. ფერი: ნაზი ვარდისფერი.
2. გაჭრილზე და შეხებისას: არ უნდა იყოს სისხლიანი.
3. ცხიმის ფენები: არ უნდა დაიშალოს შეხებისას.
4. განსაკუთრებულობა: თუ კისრის მხარეს ირჩევთ, ცხიმი რელიეფური უნდა იყოს. თუ გლუვი ან გადატკეცილია, ხორცის ხარისხი საეჭვოა, ან უცხოური წარმოებისაა.{{ArticleSplitCont}}
საქონლის ხორცი
1. ფერი: წითელი.
2. გაჭრილზე და შეხებისად: რბილი, ზომიერად მკვრივი, უსისხლო. ნაჭერზე ხელის დაჭერისას ჩაღრმავება არ უნდა რჩებოდეს.
3. ცხიმის ფენები: უმნიშვნელო რაოდენობისაა, თხელი.
4. განსაკუთრებულობა: ახალი ხორცისა და რძის სუნი უნდა ასდიოდეს.{{ArticleSplitCont}}
ხბოს ხორცი
1. ღია წითელი.
2. გაჭრილზე და შეხებისას: რბილი, ნაზი. თუ ხორცი უფრო მუქი ფერისაა, შეიძლება საქონლისაა და ფასის გამო ასაღებენ ხბოს ხორცად.
3. განსაკუთრებულობა: ადუღებული რძის სუნი უნდა ჰქონდეს.{{ArticleSplitCont}}
ცხვრის ხორცი
1. ფერი: მუქი წითელი, ბორდოსფერი ტონალობით.
2. გაჭრილზე და შეხებისას: ოდნავ სისხლი უნდა გამოსდიოდეს, ეს ახალ ხორცზე მიუთითებს. დააკვირდით ნაჭერს, არ უნდა ჰქონდეს წვრილი ძარღვები.
3. განსაკუთრებულობა: გამოკვეთილი რძის სუნი.{{ArticleSplitCont}}
სალა
1. ფერი: მკაცრად თეთრი, ღია ვარდისფერი ან წითელი ხორცის ჩანართებით. თუ ქონს თეთრის ნაცვლად ყვითელი ან ვარდისფერი ტონალობა დაჰკრავს, ახალი არაა. ხოლო თუ შავი ფერი დაჰკრავს, მისი ყიდვა არ ღირს.
2. გაჭრილზე და შეხებისას: ელასტიკური და მკვრივი. არ უნდა იყოს ზედმეტად რბილი.
3. კანი. ყურადღება მიაქციეთ სისქესა და გარეგნულ იერს. იდეალურ ვარიანტში კანი უნდა იყოს თხელი, სუფთა, არ უნდა ჰქონდეს თმის საფარი.
ამ რჩევების გათვალისწინებით ხორცის არჩევა აღარ გაგიჭირდებათ და გაუფრთხილდებით ჯანმრთელობას.