რჩევების წაკითხვის შემდეგ სოდა თქვენი საუკეთესო დამხმარე გახდება.
1. "ჰაეროვანი" ომლეტი
ომლეტი ისეთივე ჰაეროვანი და ფუმფულა რომ გამოგივიდეთ, როგორიც რესტორნებშია, ამისათვის, 3 კვერცხს 1/4 ჩაის კოვზი სოდა უნდა დაუმატოთ.
2. რბილი პარკოსნები
იმისათვის, რომ ლობიო, ოსპი, ბარდა და სხვა პარკოსნები რბილი გამოგივიდეთ და ადვილად ჩაიხარშოს, სოდიან (მწიკვი) წყალში ჩაალბეთ.
3. გააქრეთ სუნი
თუ თევზი გაარჩიეთ, ნიორი დაჭერით არ სხვა მძაფრი სუნის მქონე პროდუქტი, მაგრამ საპნით დაბანის შემდეგაც ხელებზე სუნი აგდით, სოდისა და წყლის ფაფა გადაისვით ხელებზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
4. ბავშვების გასართობად
თუ უკვე აღარ იცით, რით გაართოთ ბავშვი, ასეთი გასართობი მოუმზადეთ: 2 წილი სოდა და 1 წილი სიმინდის სახამებელი 1 1/4 წყალში გახსენით. მოხარშეთ სქელი მასა. გააგრილეთ და შეგიძლიათ თიხასავით გამოძერწოთ. ეს საინტერესო და უსაფრთხო გასართობია.
5. ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდა
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ხშირად ჩნდება უსიამოვნო სუნი. მის მოსაცილებლად კონტეინერში ჩაყარეთ 1 ჭიქა სოდა და მანქანა მთელ ციკლზე ჩართეთ. თუ სუნი პირველივე ჯერზე არ გაქრება, ჭურჭლის ყოველი რეცხვის დროს თითო ჩაის კოვზი სოდა ჩაყარეთ.
6. მიმწვარი ძირი
მიმწვარი კერძისგან ჭურჭელს ადვილად გაასუფთავებთ, თუ 1/2 ჭიქა სოდას დააყრით, წყალს დაასხამთ და წამოადუღებთ.
7. ტკბილი პომიდორი
პომიდვრის ძირების გარშემო თუ სოდას მოაბნევთ, ის გაცილებით ტკბილი გაიზრდება.
8. წიგნის მტვერი
თუ წიგნს ობი გაუჩნდა, ან სოდა მოაბნიეთ ფურცლებს შორის, ან ქაღალდის ხელსახოცში ჩაყარეთ და ისე ჩადეთ წიგნში. რამდენიმე დღის შემდეგ დაფერთხეთ, მზეზე გამოაშრეთ და შეინახეთ.
9. მზის დამწვრობით მიღებული ტკივილი
დაგიამდებათ, თუ თბილ აბაზანაში სოდას ჩაყრით.
10. კანის აქერცვლა პატარებში
რამდენიმე ჩ/კ სოდა 1 ჩ/კ წყალში გახსენით და ბამბის დისკოთი ბავშვს დაზიანებული ადგილები დაუმუშავეთ ისე, რომ ნარევი თვალებში არ მოხვდეს. შემდეგ თავი ნამიანი ტილოთი გაუწმინდეთ. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა 2-3 დღის შემდეგ გაიმეორეთ.
11. მუწუკი ენაზე
ტუჩის ან ლოყის შიგნითა მხარეს წყლულის მაგვარი მუწუკის მოსაშორებლადაც სოდა დაგჭირდებათ. გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში 1 ჩ/კ სოდა და ორ საათი ერთხელ გამოივლეთ პირის ღრუში.
12. მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა
მიკროტალღურში მოათავსეთ ჭიქა წყალი, რომელსაც დამატებული ექნება 1 სადილის კოვზი სოდა. დააყენეთ მაქსიმალურ რეჟიმზე 3-5 წუთი. ამის შემდეგ ჭუჭყს ნამიანი ჩვრით გაწმენდთ.
13. ჭუჭყიანი კედლები
კედლიდან ნებისმიერი ჭუჭყის მოსაცილებლად გამოიყენეთ სოდა. დაასველეთ მასში ნამიანი ნაჭერი და გაწმინდეთ ლაქა, ჩამორეცხეთ წყლით. შემდეგ აცადეთ გაშრობა.
14. მუცლის ტკივილი
სოდა მჟავიანობას დაგიწევთ. მწიკვი სოდა, რომელსაც ყავაში, ფორთოხლის წვენში ან პომიდვრის კერძში ჩაყრით, აგაცილებთ კუჭის მჟავიანობას, გულძმარვას.
15. კოღოს ნაკბენი
წყლისა და სოდისგან ფაფისმაგვარი მასა მოამზადეთ და ნაკბენზე წაისვით. ის მოგიხსნით კრაზანის ან ფუტკრის ნაკბენისგან გამოწვეულ შესიებასაც.
16. ბალახი ფილებს შორის
იმისათვის, რომ ფილებს შორის ბალახი არ ამოვიდეს, ღარებში სოდა მოაყარეთ.
17. ფეხების სუნი
ფეხის უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლდებით, თუ სოდიან აბაზანას მოამზადებთ - 5 ლიტრ წყალზე 2-3 ს/კ სოდა. გააჩერეთ მასში ფეხები 15-20 წუთი და გაიმშრალეთ. სოდა მხოლოდ უსიამოვნო სუნს კი არა, ფეხის სოკოსაც ებრძვის.