ბევრ დიასახლისს საკვების რამდენიმე დღით მომზადება უყვარს, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ზოგიერთი პროდუქტის მეორე დღეს ჭამა დაუშვებელია.
1. ბრინჯი
საკვები სტანდარტების სააგენტოს თუ დავუჯერებთ, ბრინჯი საშიშ ბაქტერიებს შეიცავს, რომლებიც მოხარშვის შედეგადაც არ იღუპებიან. გუშინ მომზადებულმა ბრინჯმა შეიძლება კუჭ-ნაწლავის პრობლემბები შეგიქმნათ. ამიტომ, ერთ ჯერზე საჭმელი მცირე რაოდენობით მოამზადეთ.
2. ზეთი
არ გამოიყენოთ წინა დღეს შეწვის შემდეგ დარჩენილი ზეთი. ის გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც საშიშია ორგანიზმისთვის. "კერძის გაცხელება იმ ზეთში, რომელშიც გუშინ რაღაც შეწვით, იგივეა, რომ ძალით მოიწამლოთ თავი: - ამბობს ამერიკელი დიეტოლოგების ასოციაციის პრეს-მდივანი, ჯეინ მოლი.
3. ბოსტნეული
უსაფრთხო საკვები პროდუქტების ცენტრი გვაფრთხილებს, რომ დაჭრილი ბოსტნეული უნდა შეინახოთ 4 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე და მხოლოდ 12 საათი. თუ სალათი მოამზადეთ და დაგრჩათ, გაყინეთ იგი. საქმე იმაშია, რომ ბოსტნეული: ისპანახი, ნიახური და ჭარხალი ნიტრატებითაა სავსე. თავად უსაფრთხოები არიან, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზე ბაქტერიებით გამდიდრებას იწყებენ.