დატვირთული სამუშაო რეჟიმი ბევრს სასადილო შესვენებაზე უარს ათქმევინებს.
20%-ზე ნაკლები ადამიანი გადის რეგულარულად სასადილოდ, ხოლო 39% სამუშაო ადგილზე სადილობს. თუმცა, მეცნიერების აზრით, შესვენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ეხმარება ადამიანს დასახული ამოცანების გადაწყვეტაში. საჭმელი კვებავს ტვინს, რომელსაც სტაბილურად ესაჭიროება ენერგიის მიწოდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია სადილად
ნახშირწყლებით, ცილებითა და ცხიმებით დაბალანსებული კერძების მიღება.
ნახშირწყლები - ტვინისთვის ძირითადი საწვავია (ნახშირწყლების, განსაკუთრებით, რთულის მიღების შემდეგ უმჯობესდება მეხსიერება). ცხიმები და ცილებიც ასევე ემსახურება გარკვეული ფუნქციების შესრულებას. იდეალური სადილის მენიუში სასურველია იყოს: ბოსტნეული, ხორცი, კვერცხი, პარკოსნები, ნიგოზი, ზეითუნის ზეთი ან ავოკადო. გაგრძელება