„ადრე ამ ცომის მოზელა მთელი რიტუალი იყო“ – ჰაეროვანი ფენოვანი ცომის საიდუმლოებები...
„ადრე ამ ცომის მოზელა მთელი რიტუალი იყო“ – ჰაეროვანი ფენოვანი ცომის საიდუმლოებები...
ჩემს ბავშვობაში, როცა საკონდიტროები ასე ფართო არჩევანს არ გვთავაზობდნენ, ყველა თავმოყვარე დიასახლისი თვითონ უზრუნველყოფდა სადღესასწაულო სუფრას ნამცხვრებით თუ ღვეზელებით. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დედაჩემი ძალიან დახელოვნებული გახლდათ ამ საქმეში და არც სათანადო „აღიარება“ აკლდა სანათესაოში. სამაგიეროდ, ნათესავ-ახლობელთა ოჯახურ სუფრებზე ხელცარიელი მისვლის მორალური უფლება, პრაქტიკულად, ჩამორთმეული ჰქონდა. განსაკუთრებით, მის მიერ მომზადებული ფენოვანი ღვეზელი იმსახურებდა დიდ მოწონებას, რომელიც საოცრად ჰაეროვანი ფენოვანი ცომით მზადდებოდა. ამ ცომის მოზელა კი მთელი რიტუალი იყო - ზელა, ბრტყელება, გაყინვა, ისევ ბრტყელება და ა. შ. რეცეპტების გაზიარებასაც ხომ დრო უნდოდა - ყველას სურდა, რეცეპტი ჩაეწერა, ერთი ქალბატონი პირდაპირ სახლში მოგვადგა - რეცეპტით ზუსტად ასეთი არ გამომივიდა და პროცესი მაყურებინეთო...

მას შემდეგ დრო გავიდა და ცხოვრებაც გამარტივდა... ახლა შეგვიძლია, უბრალოდ, სუპერმარკეტს მივაკითხოთ და უკვე მზა ფენოვანი ცომი შევიძინოთ. დედაჩემმა კარგი ფენოვანი ცომის მომზადების რამდენიმე საიდუმლო მასწავლა, ამიტომ მზა პროდუქტის ყიდვისას ყოველთვის კრიტიკული ვარ და ვცდილობ, ისეთი ან მასთან მიახლოებული მაინც შევარჩიო, როგორსაც დედა ამზადებდა... მგონი, მივაგენი კიდეც... მას შემდეგ, რაც „ნიკორას“ სუპერმარკეტს ვეწვიე და “მზარეულის“ მზა ფენოვანი ცომი შევიძინე, მივხვდი, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ზედმეტი წვალება და უსასრულოდ ბრტყელება სულაც აღარ იყო საჭირო!..

წინასაახალწლოდ მინდა თქვენც გაგიზიაროთ მარტივი და გემრიელი ფენოვანი ღვეზელის რეცეპტი, რომელიც დედისგან შემომრჩა. მას მეც წარმატებით ვამზადებ, მხოლოდ ერთი სხვაობით: დედა, თავად წვალობდა ცომის მომზადებისას, მე მზას ვყიდულობ! დამერწმუნეთ, ღვეზელი ისეთივე გემრიელი გამოდის და ამას ოჯახის წევრები თუ მეგობრებიც თამამად აღიარებენ... ისინიც კი, ვისაც დედაჩემის ღვეზელის გემო კარგად ახსოვს... ეს განსაკუთრებით მახარებს ხოლმე!..
მაშ ასე:
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. კვერცხი გავთქვიფოთ, დავამატოთ დაჭრილი წიწაკა, მარილი, პილპილი. დავასხათ ზეთიან ცხელ ტაფაზე და მოვამზადოთ ომლეტი. წვის დროს კვერცხს ხშირად ვურიოთ ხის ან სილიკონის ნიჩბით, რათა ომლეტმა არაერთგვაროვანი სტრუქტურა მიიღოს.
ამის შემდეგ უკვე ჩემ მიერ ნაქებ ფენოვან ცომს ვაბრტყელებ, წარმოიდგინეთ არც ისე ბევრჯერ, დედაჩემისგან განსხვავებით. მოკლედ, გავაბრტყელოთ ცომი (ერთი მიმართულებით, ესეც წარსული გამოცდილებიდან ვიცი) და დავჭრათ ისე, რომ 8 სამკუთხედი მივიღოთ. დავალაგოთ ეს სამკუთხედები ტაფაზე წრიულად, განიერი მხარით შიგნით, ისე, რომ კუთხეები ერთმანეთზე ცოტათი გადადიოდეს. თითოეულ სამკუთხედზე დავადოთ შემწვარი ან უმი ბეკონის ნაჭერი, გავანაწილოთ ომლეტი, ზემოდან მოვაყაროთ ყველი. ცომის ვიწრო მხარე ზემოდან გადმოვაკეცოთ ღვეზელს და გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. ვაცხოთ 20-30 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.

დედაჩემს კარგი ფენოვანი ცომი რომ გამოსვლოდა, ყოველთვის უმაღლესი ხარისხის ფქვილს იყენებდა და მომზადების დროს რამდენჯერმე ცრიდა. ამგვარად, ჟანგბადით ამდიდრებდა და ძალიან ჰაეროვანი ცომი გამოსდიოდა. მინდა გითხრათ, რომ „მზარეულის“ ცომიც ძალიან ჰაეროვანია, ამიტომ ამ პროცედურების გავლა მე აღარ მიწევს. მსგავსება იმდენად დიდია, ხშირად მიფიქრია, ამ ცომს დედაჩემის რეცეპტით ხომ არ ამზადებენ-მეთქი... ამასთან, დედა ყოველთვის მარიგებდა, რომ მარილი ფენოვანი ცომის მომზადებისას ძალიან
You must have Flash Player installed in order to see this player.
მნიშვნელოვანი ინგრედიენტი იყო, განსაკუთრებულ გავლენას კი მის ელასტიკურობასა და სიმკვრივეზე ახდენდა. ამიტომ დოზები ზედმიწევნით უნდა დამეცვა. ამ მიმართულებითაც გამიმართლა: მზა ცომი ელასტიკურიცაა და ზომიერად მკვრივიც...

ამ ყველაფრის შემდეგ არჩევანი თქვენზეა... თუ, ჩემგან განსხვავებით, ზარმაცები არ აღმოჩნდებით და ცომის მომზადებას თავად გადაწყვეტთ, დედაჩემის დანაბარები რჩევები აქაც გამოგადგებათ:

1. ცომის მომზადებისას გაყინულ მარგარინს ჯობია, უბრალოდ, ცივი მარგარინი გამოიყენოთ, რომ მერე გაბრტყელება გაგიადვილდეთ. რაც უფრო მაღალია მარგარინის ცხიმიანობა, მით უფრო ჰაეროვანია ცომი.
2. მომზადებული ცომი დაჭერით ძალიან მჭრელი დანით, რომ ნაპირებზე არ აიკროს და ფორმა არ დაკარგოს.

აი, ამდენ წვრილმანს ითვალისწინებდა დედა ადრე და შვილებსაც გვასწავლიდა. ახლა კი ყველაფერი გაცილებით მარტივია...

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!









კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
10:25 / 13-12-2016
სულ ცოტაც და ახალი წელი დადგება. გარშემო უკვე იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა.
11:22 / 01-12-2016
ახლა სწორედ ისეთი ამინდებია, როცა ყველაზე მეტად გინდება მეგობრებთან ერთად მყუდრო და თბილ სახლში, ბუხართან მოკალათდე, წითელი ღვინო გახსნა, გემრიელად წაიხემსო, იმხიარულო და ძველი ამბებიც გაიხსენო.
10:04 / 28-11-2016
1899 წლის 8 აგვისტოს გამომგონებელმა ალბერტ მარშალმა - მინესოტადან, თავისი გამოგონება - მაცივარი დააპატენტა. ამის შემდეგ პროდუქტების შენახვის წესები სამუდამოდ შეიცვალა. დღეს მაცივრის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი სამზარეულო.
10:00 / 14-11-2016
დიეტა - სიტყვა რომელიც ბევრს აშინებს... ჩვენს რეალობაში კვების შეზღუდვის უამრავი მეთოდია. შესაბამისად, დიეტებიც მრავალფეროვანია. თუმცა, არსებობს ერთი საყოველთაოდ დამკვიდრებული მოსაზრება - საღამოს 18:00 საათის შემდეგ ჭამა ასუქებს!!
16:45 / 27-10-2015
თუკი ყოველდღიურად საჭმლის მომზადება და მეგობრებისა და ოჯახის წევრების გაოცება თქვენი ჰობია, მაშინ გირჩევთ, არ გამოტოვოთ "ნიკორასა" და gemrielia.ge-ს კულინარიული კონკურსი, რომელიც გემრიელი საჩუქრებით დაგაჯილდოებთ.
11:43 / 12-10-2015
ფასდაკლება - SALE - % - ეს ის "ჯადოსნური" წარწერებია, რომლებიც გვინდა თუ არ გვინდა, მაღაზიებში გვიტყუებენ და ხშირად ამ ჯადოსნული წარწერის გამოჩენას სასურველი მაღაზიის ვიტრინაზე, მთელი წელი ველით.
11:36 / 30-07-2015
ყველაფერი თანაკურსელებთან ერთად ჰარვარდში შექმნილი სოციალური ქსელით დაიწყო. ვიწრო კომუნიკაციამ ფართო მასშტაბები შეიძინა და მარკ ცუკერბერგის მიერ დაფუძნებული "ფეისბუქი" ახლა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
12:03 / 20-07-2015
სანამ შვებულებაში გასვლის დრო მოვა, ქალაქში გაჩერება სულ უფრო გვიჭირს... განსაკუთრებით, უიკენდებზე.
11:17 / 16-04-2015
ნედლად შებოლილი ძეხვეული, მისი დამზადების უნიკალური და მრავალსაუკუნოვანი ტექნოლოგიიდან გამომდინარე, დელიკატესად მიიჩნევა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სუფრაზე ტრადიციულად გამორჩეული ადგილი უკავია.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
10 ყველაზე მავნე პროდუქტების დუეტი
13:18 / 18-02-2017
სასურველია, ყველა დიასახლისმა იცოდეს, რომელი პროდუქტების შეთავსება არ შეიძლება, რათა მავნე საკვები არ მიიღოს.
გულის ფორმის ღვეზელები ფენოვანი ცომითა და უგემრიელესი გულსართით!
14:59 / 13-02-2017
ეს ლამაზი ღვეზელები ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას, ხოლო მისი გემო თქვენი რჩეულის გულსაც საბოლოოდ მოიგებს.
რა უნდა ეწეროს ეტიკეტზე ნამდვილ "სგუშონკას" -მწარმოებლის რჩევები
16:08 / 07-02-2017
შესქელებული რძე ძალიან დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სავაჭრო დახლებზე.
რომელ კერძზე გიჟდებიან ზოდიაქოს ნიშნები? ცხარე, მჟავე, ტკბილი...
12:32 / 02-02-2017
ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი გემოვნების მისწრაფებები ვარსკვლავებზეა დამოკიდებული.
რა დაავადებებს კურნავს თაფლი
16:27 / 01-02-2017
თაფლი ძველად მთავარ სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა.
გაღვივებული წიწიბურა ვიტამინების საბადოა
11:45 / 28-01-2017
წიწიბურას ბურღულეულის დედოფალს ეძახიან. მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით.
#CHEFმარკეტერი- ყველაზე გემრიელი კონკურსი მარკეტერებისთვის
18:26 / 26-01-2017
ჟურნალი „გემრიელია“ 2012 წლიდან ყველა დიასახლისისთვის საყვარელი ჟურნალია.
ნამდვილი ნეტარება: ჰავაიური ფუნთუშა საკუთარი ხელით!
14:30 / 24-01-2017
ფუმფულა, არომატული და ნოყიერი ჰავაიური ფუნთუშები განსაკუთრებით გემრიელია ჩაისთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ზამთრის ცივი საღამოების დროს.
როგორ მიირთმევენ ღვინოს იტალიელები: ”კი არ ვსვამთ – ვმკურნალობთ!”
12:37 / 23-01-2017
რუსეთი პერმანენტულად ებრძვის ალკოჰოლიზმს, ევროპელები კი სვამენ.
10 პროდუქტი იმუნიტეტის ასამაღლებლად
12:14 / 21-01-2017
მზის ნაკლებობა, სიცივე და ვირუსები გაცივებისკენ გვიბიძგებს. ეს რომ არ მოხდეს ჩართეთ თქვენს რაციონში შემდეგი პროდუქტები:
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28