როგორ მივუსადაგოთ კერძები ღვინოს? რეკომენდაციები საახალწლო სუფრისთვის
როგორ მივუსადაგოთ კერძები ღვინოს? რეკომენდაციები საახალწლო სუფრისთვის
კარგი ღვინო, გემრიელ კერძებთან და კარგ კომპანიასთან ერთად, ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ. თქვენ აუცილებლად მოგინდებათ, ასეთი შეხვედრა კიდევ გაიმეოროთ. ახალი წლის ღამე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, რომლის დროსაც ოჯახის წევრები და მეგობრები ერთად იკრიბებიან, სუფრასთან შლიან და ახალი წლის მოსვლას ეგებებიან... ალბათ, დამეთანხმებით, რომ გემრიელი ალკოჰოლური სასმლის გარეშე ახალი წლის შეხვედრა წარმოუდგენელია.
არაფერი შეედრება ხარისხიან, არომატულ ღვინოს, რომელიც ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. ღვინის დალევა ერთგვარი ხელოვნებაა. იმისათვის, რომ მისი არომატები ბოლომდე შეიგრძნოთ და სასმელმა მაქსიმალური სიამოვნება მოგანიჭოთ, რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ...

ჩვენ სიამოვნებით მოგცემთ რჩევებს და რამდენიმე საიდუმლოსაც გაგიმხელთ.

ღვინისთვის მენიუს შერჩევის ძირითადი წესები
მიუხედავად ღვინის მრავალი სახეობისა, არსებობს ერთი მარტივი წესი: „რთული“ გემოს მქონე კერძებს - უბრალო ღვინო უნდა მიუსადაგოთ და პირიქით, დახვეწილ, მაღალი ხარისხის ღვინოსთან ერთად უნდა მიირთვათ ისეთი კერძები, რომელთაც არ აქვთ მკაფიოდ გამოხატული არომატი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუმრად მიდიხართ და არ იცით, რით გაგიმასპინძლდებიან, აირჩიეთ წითელი და თეთრი, მშრალი სუფრის ღვინო.
არსებობს კიდევ ერთი წესი: წითელ ღვინოს უხდება წითელი ხორცი, ხოლო თეთრს - თეთრი. ფაქტობრივად, ყველა სახეობის ღვინო ჰარმონიაშია ყველთან.

წითელი ღვინო


წითელ ღვინოს ძალიან უხდება ხორციანი, ცხარე კერძები, ყველის სხვადასხვა სახეობა და შემწვარი ხორცი. ის შეგიძლიათ მიირთვათ პიცასთან, მაკარონთან, ხილთან და კენკრასთან ერთად. მას ასევე უხდება სუში, ორაგული და კალმახი.

ცოტა რამ აკრძალვების შესახებ
არსებობს პროდუქტი, რომელთან ერთადაც არ უნდა მიირთვათ ღვინო, თუ არ გსურთ მისი არომატის დახშობა.
ეს არის კერძები, რომლებშიც მკაფიოდ იგრძნობა ძმარი. მაგალითად, სალათები.
კიდევ ერთი ტაბუ - კაკალია. გემოს რეცეპტორები მთლიანად გადაერთვება კაკლის გემოზე და პრაქტიკულად, სხვა აღარაფერზე მოახდენს რეაგირებას. მათ შორის - ღვინოზეც.
შეეცადეთ, არ მოწიოთ სიგარეტი, როდესაც ხელში ღვინის ბოკალი გიკავიათ. თამბაქოს ბოლი აბსოლუტურად არ უხდება ღვინის არომატს. ნიკოტინის გემო არ მოგცემთ საშუალებას, ღვინის არომატი შეიგრძნოთ.

თეთრი ღვინო


თეთრ ღვინოს ფაქტობრივად, ყველანაირი ზღვის პროდუქტი უხდება (ომარი, მიდიები, კალმარები და ა.შ.), თევზი, ხიზილალა, ფრინველისა და ხბოს ხორცი. ამას გარდა, თეთრი ღვინო იდეალურია უცხიმო ძეხვეულთან, სხვადასხვა სალათასთან და პირველ კერძებთანაც კი (რასაც, როგორც წესი, ღვინოს არ აყოლებენ).

ვარდისფერი ღვინო
ზღვის პროდუქტები, დესერტები, ცივი ხორცის სასუსნავები - ეს ვარდისფერი ღვინის სტიქიაა.

ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები
Image result
ყველაფერი ზემოთ თქმული სამართლიანია მშრალი ღვინისთვის. ტკბილი და ნახევრად ტკბილი სორტის ღვინის დალევა მიღებულია დესერტებთან, ხილთან, შოკოლადთან, ორცხობილასთან ერთად.

შამპანური
შამპანური, პრაქტიკულად, ნებისმიერ კერძთან შეგიძლიათ მიიტანოთ. სადღესასწაულო სუფრა ამ სასმლით იწყება. თავისთავად, შამპანური ხშირად ხდება დესერტის ნაწილი.

დაბოლოს
დაიმახსოვრეთ, ბოკალი თეთრი ღვინისთვის მხოლოდ 2/3-ზე უნდა აავსოთ, ხოლო წითელი ღვინის - ნახევრამდე.

დამდეგ ახალ-წელს გილოცავთ!

You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
12:54 / 03-01-2017
მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისები ირწმუნებიან, ოჯახს ერთი კვირის განმავლობაში ერთ ქვაბ "ოლივიეს" ვამყოფინებთო, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში - ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
11:28 / 28-12-2016
ცხელი გლინტვეინი ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რომლის გამოც ზამთარი მიყვარს.
14:26 / 27-12-2016
ალკოჰოლის დიეტა უძველესი დროის დოკუმენტებშიც გვხვდება. მის შემქმნელად ინგლისის მეფე - ვილჰელმ დამპყრობელს მიიჩნევენ, რომელიც XI საუკუნეში ცხოვრობდა.
11:15 / 21-04-2016
ორი საოცარი ინგრედიენტის შერწყმის წყალობით მართლაც უნიკალურ სამკურნალო საშუალებას ვიღებთ და ეს ნაცადია!
13:52 / 20-12-2015
ვისკი საუერი - ლაქლაქა
თუ სუფთა ვისკის სვამს, არაუშავს, მაგრამ თუ გაზავებულს, ლაქლაქა და არაფრის მაქნისია. იგი ვისკის იმიჯის შესაქმნელად სვამს და არა გემოს გამო. თავს მოგაწონებთ კარგი მანქანით, მდიდრული ბინით, სხეულით... მაგრამ ლაქლაქა, ტრაბახა და არაფრის მაქნისი შეგრჩებათ ხელში.
11:00 / 08-11-2015
ყველას თავისი მეთოდი აქვს, დამღლელი დღის ბოლოს მოდუნდეს. ვიღაც ტელევიზორს უყრებს, სხვა მეგობრებს ხვდება. ზოგს კი ურჩევნია, ერთი ბოკალი ღვინით მოიხსნას მთელი დღის დაძაბულობა.
11:27 / 01-10-2015
დოლჩე ვიტას მოყვარული იტალიელებისგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ, მაგალითად, როგორ გავილამაზოთ ცხოვრება, დავტკბეთ ყოველი წამით და თავი დავაღწიოთ უსიამოვნო სიტუაციებს. გთავაზობთ რამდენიმე დაუწერელ კანონს, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ:
12:51 / 08-09-2015
არ არსებობს "კარგი" და "ცუდი" ალკოჰოლი. არ არსებობს მისი "ელიტური" და "მდარე" სახეობები. არსებობს სასმელები, რომლებიც შენს ხასიათს შეეფერება და რომელიც მასთან შეუფერებელია.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
იცოდით მოხარშული ბანანი რა სასწაულს ახდენს?
19:29 / 14-01-2017
ბანანის მთავარი შემადგენელი კომპონენტებია კალიუმი, მაგნიუმი და ფოსფორი.
მაიონეზი თეთრი ლობიოსგან: ყველაზე მოულოდნელი რეცეპტი, რაც კი აქამდე გიცდიათ!
12:23 / 11-01-2017
ვინ იფიქრებდა, რომ უბრალო, იაფი პროდუქტებისგან უგემრიელესი მაიონეზის მომზადებაა შესაძლებელი! მას არ სჭირდება კვერცხი, ამიტომაც გამოდის სამარხვო.მსუბუქი, ჰაეროვანი და დაბალკალორიულია...
ლიმონის ფუმფულა კექსი სიმინდის ფქვილით
14:56 / 10-01-2017
რჩევა: ამ ნამცხვრისთვის სასურველია გამოვიყენოთ წმინდად დაფქული სიმინდის ფქვილი, მჭადისთვის განკუთვნილი ფქვილი არ არის მიზანშეწონილი. ამ ტიპის ფქვილს სუპერმარკეტებში ვიყიდით.
ნუ იყიდი ხაჭოს, თუ ის შეიცავს ამას! სამწუხარო სიმართლე საყვარელ პროდუქტზე
14:28 / 10-01-2017
ნატურალური ხაჭო სასარგებლო პროდუქტია,  მთავარია, იცოდეთ მისი ცხიმიანობა.
დროა, გადაყაროთ სალათები - საახალწლო კერძების შენახვის ვადები
12:54 / 03-01-2017
მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისები ირწმუნებიან, ოჯახს ერთი კვირის განმავლობაში ერთ ქვაბ "ოლივიეს" ვამყოფინებთო, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში - ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
10 დეტოქს-პროდუქტი, რომელიც დღესასწაულებზე გიხსნით
12:48 / 03-01-2017
წვეულებები, კორპორატივები, საახალწლო სუფრები... მოამარაგეთ ორგანიზმი ამ პროდუქტებით, ღვიძლსა და თირკმელებზე დატვირთვის შესამსუბუქებლად!
არომატული გლინტვეინის გარეშე ზამთარი წარმოუდგენელია - 5 საიდუმლო იდეალური გემოს მისაღებად
11:28 / 28-12-2016
ცხელი გლინტვეინი ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რომლის გამოც ზამთარი მიყვარს.
„ადრე ამ ცომის მოზელა მთელი რიტუალი იყო“ – ჰაეროვანი ფენოვანი ცომის საიდუმლოებები...
10:10 / 27-12-2016
ჩემს ბავშვობაში, როცა საკონდიტროები ასე ფართო არჩევანს არ გვთავაზობდნენ, ყველა თავმოყვარე დიასახლისი თვითონ უზრუნველყოფდა სადღესასწაულო სუფრას ნამცხვრებით თუ ღვეზელებით.
"საშობაო ნაძვის ხე" ფენოვანი ცომისა და შოკოლადისგან - გააოცეთ ახლობლები!
15:25 / 23-12-2016
ახალი წელი ახლოვდება და სადღესასწაულო სუფრისთვის ორიგინალური და გემრიელი რეცეპტების შეგროვებას ვაგრძელებთ. ამ გემრიელი ნაძვის ხის მოსამზადებლად მხოლოდ და მხოლოდ 4 ინგრედიენტი და სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ.
რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა და როგორ მოვაწონოთ თავი „ცეცხლოვან მამალს“?
10:00 / 20-12-2016
ახლოვდება ყველასათვის საყვარელი დღესასწაული - ახალი წელი. ამ ჯადოსნურ ღამეს, როდესაც ერთი წელი მეორეს ცვლის, ბევრ ადამიანს უჩნდება ახალი იმედები და სურვილები.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31