წვეულებები, კორპორატივები, საახალწლო სუფრები... მოამარაგეთ ორგანიზმი ამ პროდუქტებით, ღვიძლსა და თირკმელებზე დატვირთვის შესამსუბუქებლად!
10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი
1. ლიმონი
გარდა С ვიტამინის შემცველობისა, ლიმონი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
2. ჯანჯაფილი
ჩაიში გახეხილი ჯანჯაფილის დამატება ამ სასმელს იმუნური სისტემის მძლავრ მხარდამჭერად აქცევს.
3. ნიორი
ბუნებრივი ანტიბიოტიკებისა და სტიმულატორების წყალობით, ნიორი იცავს იმუნურ სისტემას ვირუსებისგან.
4. არტიშოკი
არტიშოკი - სუპერსაშუალებაა, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს და ასტიმულირებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას.
5. ჭარხალი
ჭარხალს ”ღვიძლის მტვერსასრუტს” უწოდებენ. მიირთვით ყოველდღე თითო კოვზი ჭარხლის წვენი.
6. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი შესანიშნავი საშუალებაა ნაბახუსევზე. იგი ეხმარება ორგანიზმს ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან გამკლავებაში.
7. კომბოსტოს მწნილი
მთავარი პროდუქტი მათთვის, ვისაც წონაში მომატების ეშინია. მასში შემავალი მჟავები ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმად ქცევაში.
8. ღვია
ღვიის რამდენიმე ნაყოფი დღეში და 1,5 ლიტრი წყალი - ღვიძლის ჯანმრთელობისთვის.
9. ყავისფერი ბრინჯი
იდეალური აბსორბენტი, ყავისფერი ბრინჯი ეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების განდევნაში და კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს ამშვიდებს.
10. ყურძენი
ვიტამინებით მდიდარი ანტიოქსიდანტი, რომელიც ძალიან სასარგებლოა თირკმელებისთვის: კალიუმის უხვი შემცველობის წყალობით ყურძენი არეგულირებს თირკმელების მუშაობას და ხელს უშლის კენჭების წარმოშობას.